1 1 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს საკუთარის გარდა გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარება მოგიწევთ. ნუ დაკარგავთ დროს ტყუილად და მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედეთ. 

კურო 
თუ რაიმის მიღწევა გსურთ, საკუთარ საქმეებს სხვებს ნუ გადააბარებთ. დამოუკიდებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. 

ტყუპი
კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ჰარმონიული და ბედნიერი ურთიერთობის დასამყარებლად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ბავშვებს. 

კირჩხიბი
ნუ დააწყობთ შორს მიმავალ გეგმებს, დღევანდელი დღის საოჯახო და სამსახურებრივი საქმეები მოაგვარეთ. აგრეთვე, აკონტროლეთ ემოციები. 

ლომი
ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ მის შესასრულებლად. სასურველია, გვერდით ერთგული და საკუთარი საქმის მცოდნე ადამიანები გყავდეთ. 

ქალწული
საკუთარ თავს დაბრკოლებებს თავადვე უქმნით. თუ გადაწყვიტეთ კონკრეტული საქმის შესრულება ნუღარ იყოყმანებთ და აქტიურად იმოქმედეთ. 

სასწორი 
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. მთავარია, ნაკლები დრო გაატაროთ პესიმისტ ადამიანებთან და ნაკლებად მოუსმინოთ მათ. 

მორიელი 
კარგი დღეა ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად. უმნიშვნელო ცვლილებებით დაიწყეთ და რაც მთავარია, გულის კარნახით იმოქმედეთ. 

მშვილდოსანი
დღეს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და საუბრები გელით. თქვენთვის უამრავ მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებთ, რაც სამომავლო საქმეების სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ. 

თხის რქა
ახალი ნაცნობობა ან დიდი ხნის უნახავ მეგობართან შეხვედრა საინტერესო იდეებით აგავსებთ და გაგახალისებთ. 

მერწყული
თქვენზე უკეთ თქვენს საქმეს ვერავინ გააკეთებს. კარგი დღეა ახალი პროექტების განსახილველად, პარტნიორებთან დეტალების მოსაგვარებლად. 

თევზები
გავლენიანი მეგობრის დახმარებით არ გაგიჭირდებათ სამსახურებრივი საქმეების მოგვარება. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები