1 1 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარგარის ჩირი სიმსივნის განვითარებას აფერხებს

გარგარის ჩირი სასარგებლოა ანემიისა და სისხლის მიმოქცევის პროცესთა დარღვევის დროს. სპეციალისტები მის რეგულარულ მიღებას გვირჩევენ მხედველობის დარღვევისას, რეკომენდაციას უწევენ როგორც ზოგადგამაჯანსაღებელ და გამაახალგაზრდავებელ პროდუქტს. ჩირი, იმის გამო, რომ კალიუმით არის მდიდარი, განსაკუთრებით კარგია გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების და საჭმლის მონელების დარღვევის დროს. ჩირში უხვად არის მაგნიუმის მარილები, რაც მას ჰიპერტონიის სამკურნალო თვისებებს ანიჭებს - მისი სისტემატური მიღების შემთხვევაში არტერიული წნევა რეგულირდება. არსებობს სპეციალური მაგნიუმის დიეტა ჩირით, რომელიც რეკომენდებულია ჰიპერტონიისა და ანემიის განსაკუთრებული (არასწორი კვების შედეგად განვითარებული) ფორმების დროს.
ისიც უნდა ითქვას, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა რეგულარულად მიირთმევს გარგარის ჩირს, ძვლების მოტეხილობა მეტად იშვიათია. ეს იმიტომ, რომ ჩირი ძვლოვანი ქსოვილის სიმტკიცეს, კანისა და თმების სიჯანსაღეს უზრუნველყოფს.
თანამედროვე გამოკვლევებით ისიც დადგენილია, რომ გარგარის ჩირის რეგულარული გამოყენება აფერხებს სიმსივნის განვითარებას. ამისთვის საკმარისია, დღეში 100 გრამი ჩირი მივირთვათ. გარგარის ჩირის ყველა სახეობა შარდმდენია. მისი ნახარში ხსნის შეშუპებას. ნაკლებად ტკბილი სახეობები სასარგებლოა შაქრიანი დიაბეტის დროს, ტკბილი - ნერვული დაავადებების შემთხვევაში, შედარებით მჟავე კი შაკიკს უხდება და ხშირად მოავადეთათვისაც ძალიან კარგია. ჩირის კურკებისგან მიღებული "რძე" ბრონქიტის, ტრაქეიტისა და ხველის უნიკალური წამალია. გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის მეტად სასარგებლოა ჩირის კურკების ნაყენი. ტაჯიკეთში არსებობს დღეგრძელობის რეცეპტი: იღებენ რამდენიმე ცალ მთის ველური გარგარის ჩირს, საღამოს ასხამენ წყალს, დილამდე აჩერებენ, დილით ჩირს მიირთმევენ და ნაყენს აყოლებენ. ამბობენ, რომ ეს რეცეპტი ადამიანს 120 წლამდე აცოცხლებს, მას აღარც დაავადება ეკარება და არც მეხსიერება ღალატობს. ნაყენი სხვაგვარადაც შეგიძლიათ მოამზადოთ: აიღეთ ერთი ჭიქა ჩირი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით ერთი ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიროდ დაახურეთ თავსახური და 15-20 საათი გააჩერეთ. მიღებული ნაყენი გადაწურეთ და დღის განმავლობაში რამდენჯერმე მიირთვით. კარგი იქნება, თუ გაფუჭებულ ნაყოფსაც შეჭამთ. ეს ნაყენი განსაკუთრებით სასარგებლოა შეკრულობისა და მაღალი არტერიული წნევის დროს.mkurnali ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები