1 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ციტრუსის სეზონი 2014 და პრობლემები. სახელმწიფო სუბსიდირების გარეშე ექსპორტი არაკონკურენტუნარიანი იქნება.

რამდენიმე დღეში იწყება მანდარინის აღების სეზონი. ყველასთვის ცნობილია თუ როგორი მნიშვნელოვანია ეს ფაქტი გურიის, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონებისთვის. ბევრისთვის ეს შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია ფერმერების მღელვარება, რადგან დღემდე გაურკვეველია მანდარინის აღების სეზონთან დაკავშირებიული საკითხები.

ბუნდოვანია ასევე მანდარინის საექსპორტო ბაზარიც. როგორც მოგეხსენებათ, ევროპაში მანდარინის შეტანა საქართველოს აკრძალული აქვს. შარშან მანდარინის დიდი რაოდენობა  უკრაინაში გავიდა. თუ გავითვალისწინებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, წელს საორიენტაციოდ, ეს ბაზარი სერიოზული იმედების დამყარების საშუალებას არ იძლევა.

წელს მანდარინზე ინტერესი გამოთქვა რუსეთის მხარემ. საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოს მეშვეობით დაიწო მოლაპარაკება ქართულ მხარესთან, რუსი ექსპორტიორები ორიენტირებულები იყვნენ შარშანდელი ფასების შემცირებაზე. თუმცა აქაც იჩინა თავი პრობლემებმა. კულუარული ინფორმაციითცნობილი გახდა, რომ რუსეთის ბაზარზე ეგვიპტური მანდარინის შეტანა იგეგმებადა ისინი ცდილობენ ქართული მანდარინის დაბლოკვას რუსეთის სანიტარული და ზედამხედველობითი სამსახურის მეშვეობით.  ჩვენ ეს ინფორმაცია გადავამოწმეთ საქართველო-რუსეთის ბიზნეს განვითარების საბჭოში და მათ ეს არ დაგვიდასტურეს, მაგრამ მოგვცეს ინფორმაცია (რომ დღეს მოსკოვის საკოლმეურნეო ბაზარზე თურქული მანდარინი იყიდება 52 რუბლად, რაც საშუალოდ შეადგენს $1.2-ს. ეს იმდენად დაბალი ფასია, რომ საქართველოდან შეტანილი მანდარინი მას კონკურენციას ვერანაირად ვერ გაუწევს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თურქეთიდან რუსეთში შეტანილი პროდუქცია იბეგრება საბაჟო გადასახადით, ეს ფასი მეტყველებს იმაზე, რომ თურქეთის მთავრობამ სუბსიდირება გაუკეთა თურქ ფერმერებს და ის შეადგენს $120 ერთ ტონაზე 2013 წელს. საქართველოს მთავრობის პოზიცია კი ჯერ უცნობია).

სოფლის მეურნეობის სამინისტროში დაგვიდასტურეს, რომ სუბსიდირების საკითხი მართლაც გაურკვეველი ყოფილა. არა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია მანდარინის ფასის დადგენისთვის საექსპორტოდ. შარშან მანდარინის საშუალო ფასი შეადგენდა 55 თეთრს, რომელშიც სახელმწიფო  სუბსიდირება  იყო  15 თეთი. ჩვენ კი როგორც გავიგეთ სახელმწიფო წელს სუბსიდირების გამოყოფას არ აპირებს, რაც გამოიწვევს იმას, რომ მიმღები პუნქტები საექსპორტოდ გამზადებულ მანდარინის ფასს შარშანდელთან შედარებით კიდევ გაზრდიან სუბსიდირების თანხით  15 თეთრით. ეს ფასი კი აბსოლუტურად არაკონკურენტული იქნება არც ერთ საექსპორტო ბაზარზე.

ექსპორტიორისთვის ასევე სირთულეს ქმნის ის გარემოება, რომ საექსპორტოდ განკუთვნილი მანდარინის ყუთების, შესაფუთი და დამამუშავებელი მასალების უცხოეთიდან დროებითი გადამუშავების რეჟიმში შემოტანის დროს ექსპორტიორი ვალდებულია წარადგინოს საბანკო გარანტია ამ საქონლის ღირებულების 18%-ზე (დღგ-ს ღირებულება). ეს თანხა რა თქმა უნდა მანდარტინის ექსპორტიორისათვის გაყინული რჩება საბანკო ანგარიშებზე მთელი სეზონის განმავლობაში, სანამ ის არ განახორციელებს ექსპორტს. აქვე აღსაღნიშნია, რომ ღვინის ექსპორტიორები განთავისუფლებულები არიან მსგავსი ვალდებულებისაგან.  გაუგებარია, რატომ  უნდა იყოს მეღვინეობის ექსპორტი უფრო პრიორიტეტული ციტრუსის ექსპორტთან შედარებით, მითუმეტეს თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ ციტრუსი მალეფუჭებადი პროდუქტია და მისი ექსპორტი უნდა მოხდეს მაქსიმუმ 2 თვის განმავლობაში, ხოლო ღვინოს დიდი ხნით შენახვის საშუალება გააჩნია.

აღსანიშვავია კიდევ ერთი პრობლემა. მიმღებ პუნქტენში რჩება არასტანდარტული მანდარინი, რომლის გადამუშავებას  და მიღებას შარშან აწარმოებდა ერთადერთი საკონსერვო წარმოება აჭარაში. საწარმოს  წინ სეზონის დროს წარმოიშვება უზარმაზარი მრავალდღიანი რიგები. წელს აჭარაში დაგეგმილია სამი საწარმოს ამუშავება. ექსპორტის წახალისების მიზნით უმჯობესი იქნება თუ მთავრობა დაავალდებულებს ამ საწარმოებს ურიგოდ მიიღოს ის არასტანდარტული  მანდარინი გადასამუშავებლად, რომლის ძირითადი მასა იქნება გატანილი ექსპორტზე. 

ფერმერებში უნდობლობას იწვევს ის მიმღები პუნქტები, რომლებსაც ჯერ კიდევ შარშანდელი დავალიანება არ გადაუხდიათ, ასევე მათ არასწორი დოკუმენტაციის  გაფორმების გამო ჯერაც არ მიუღიათ სახელმწიფო სუფსიდირება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები