1 1 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველამ წაიკითხეთ! ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება

პიკნიკის დროს წაიქცა ერთი ქალბატონი. მას შესთავაზეს სასწრაფო დახმარების გამოძახება, მაგრამ მან უარი თქვა და ყველას დაარწმუნა, რომ, უბრალოდ, ქვას ფეხი გაჰკრა ახალი ფეხსაცმელების გამო. ქალი ფერმკრთალი ჩანდა და კანკალებდა, მას დაეხმარეს ტანსაცმლის გაწმენდაში და საჭმელიც მიაწოდეს. დარჩენილი დღის ნაწილი ქალბატონმდა, როგორც ჩანდა დაუძაბველად გაატარა.

მოგვიანებით იმ ქალის მეუღლემ ყველას შეატყობინა, რომ მისი ცოლი საავადმყოფოში წაიყვანეს. 23:00 საათზე ის გარდაიცვალა. პიკნიკზე ქალბატონს ინსულტი მოუვიდა! (თავის ტვინის სისხლმომარაგების მწვავე დარღვევაა)

მის მეგობრებს ინსულტის ნიშნების ამოცნობა რომ შეეძლოთ, ქალბატონი ახლა ცოცხალი იქნებოდა.

ზოგ შემთხვევაში ინსულტი უცებ არ კლავს. ასეთ მომენტებში მნიშვნელოვანია დროული დახმარების გაწევა.

რასაც ახლა წაიკითხავ მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.

ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შესძლებს ამას)
– სთხოვე მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად “დღეს კარგი ამინდია” (გამართულად ვერ იტყვის)
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად აწიოს (ვერ შესძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს)
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია)

ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები

ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუ კი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. 


fsiqologia.wordpress.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები