1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

და”ნაღმ”ული ქართული ფილმი

ფარენგეიტით 247 გრადუსის შემქმენელბმა ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმი გადაიღეს. სარკე სტუდიოს ახალი პროექტი “ნაღმია” - ამ სახელწოდების ინგლისურენოვანი სურათი. ჟანრი- ტრილერი. ფილმის მთავარი გმირები ამერიკელი ტურისტები არიან, ისინი საქართველოში სალაშქროდ ჩამოდიან, როდესაც ერთ-ერთი მათგანი ფეხს ნაღმზე ადგამს და აფეთქების შიშით ადგილიდან ვერ იძვრის. მის მეგობრებს უამრავი ხიფათი ემთხვევათ, მას კი დახმარება არ შეუიძლია. სარკე სტუდიოს მძაფრსიუჟეტიან ფილმში მთავარ როლებს ამერიკელი მსახიობები, სტერლინგ ნაითი, დინ გეიერი და სპენსერ ლოკი განასახიერებენ. მათ ფილმში პარტინიორობას ქართველი მსახიობები უწევენ, ნანა კიკნაძე, გიორგი ცაავა და ელენე ბეზარაშვილი, 14 წლის მსახიობი, რომელმა რთული როლს საკმაოდ კარგად გაართვა თავი. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს კოტე თოლორდავა ანსახიერებს, კინოში სათამაშოდ მას მეფუტკრეობის შესწავლა და ძაღლებთან ურთიერთობა მოუწია. “ნაღმი” რეჟისორ ლევან ბახიას და სარკე სტუდიოსო ამბიციური კინოპროექტია, რომელიც შემქმნელების აზრით როგორც კომერციული, ასევე არტჰაუს კინოს მოყვარულებს დააკმაყოფილებს. ფილმი საქართველოს კინოთეატრებში 23 ოქტომბრიდან გამოვა, ამის შემდეგ ფილმის შემქმენები “ნაღმის” საერთაშორისო ბაზარზე გატანას აპირებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები