1 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კომპანია MoneyMan-ი ცენტრალური აზიისა და კავკასიის მე-4 მიკროსაფინანსო კონფერენციაში მონაწილეობს

სწრაფი სესხების კომპანია MoneyMan-მა „ცენტრალური აზიისა და კავკასიის მე-4 მიკროსაფინანსო ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა და დამსწრე საზოგადოებას თავისი საქმიანობისა და მომავალი გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. წლევანდელი კონფერენციის ერთ-ერთ მთავარ საკითხს რეგიონში ფინანსური ინვესტიციების შესაძლებლობებსა და გამოწვევებს ეხებოდა.

აღნიშნული კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და საკმაოდ დიდ როლს თამაშობს რეგიონში მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებაში. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ისეთი ორგანიზაციები როგორებიცაა ევროპის რეკონსტუქციისა და განვითარების ბანკი, responsAbility, GIZ, KfW ბანკი და სხვა.

„აღნიშნული კონფერენცია ძალიან კარგი საშუალებაა შეხვდე ექსპერტებს, გაეცნო სხვადასხვა კომპანიებისა თუ ორგანიზაციების გამოცდილებას და ასევე, გაუზიარო კოლეგებს ინფორმაცია საკუთარი წარმატებების, გეგმებისა თუ ხედვების შესახებ. ჩვენ გავაკეთეთ პრეზენტაცია კონფერენცია და ვისაუბრეთ იმ ღონისძიებებზე, რომლებსაც სამომავლოდ ვგეგმავთ. უახლოეს მომავალში, ამის შესახებ ჩვენს მომხმარებლებს დეტალურად ვაცნობებთ“ - ქეთევან დარსაძე, კომპანია MoneyMan-ის დირექტორი.

კონფერენციას ესწრებოდნენ მიკროსაფინანსო სექტორში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების, ინვესტორების, კომერციული ბანკების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები. განიხილებოდა სექტორისთვის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის კომერციული ბანკების მზარდი ინტერესი მიკროდაფინანსების მიმართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები