1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მსოფლიოში აღიარებული სომელიე ჟერარდ ბასე „თამადას“ ბრენდის ქვეშ წარმოებულ ღვინოებს დააგემოვნებს

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიის და ღვინო თამადა - ს მოწვევით საქართველოს მსოფლიოშ ი აღიარებული სომელიე ჟერარდ ბასე ესტუმრება. ცნობილი სომელიეს ვიზიტს საქართველოში, ქართული ღვინის კულტურისა და ტრადიციების გაცნობა წარმოადგენს.

ჟერარდ ბასე და ღვინო თამადა აღნიშნულ ტურს ოთხ ქვეყანაში ჩაატარებს. რაც ხელს შეუწყობს ქართული ღვინის პოპულარიზაციას საზღვრებს გარეთ. ოთხივე ქვეყნაში, ადგილობრივ შეფ-მზარეულთან ერთად სომელიე შეარჩევს და დეგუსტაციაზე წარადგენს იმ კერძებსა და დესერტებს, რომელიც აღნიშნულ გემოსთან თანხვედრაშია და სასმლის გემოვნურ თვისებებს ერგება.

ექსკლუზიარად ღვინო თამადასთვის, ფრანგმა სომელიემ, ქართველ შეფ მზარეულებთან ერთად შექმნა უნიკალური კერძთა შეხამება.

როგორც ღვინო „თამადას“ ბრენდ მენეჯერი ნატა კანდელაკი აღნიშნავს კერძების შეხამების კულტურის დანერგვა ძალიან მნიშვნელოვანია, იმისათვის რომ ღვინის არომატი და გემო უკეთ შევიგრძნოთ.

ჟერარი საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა. შეფ მზარეულად და სომელიედ განათლების წარმატებით დასრულებისა და მუშაობის შემდეგ 1980-იანი წლების ბოლოს ის ინგლისში გადავიდა სამუდამოდ საცხოვრებლად, სადაც მან სომელიეს კარიერა წარმატებით გააგრძელა. მისი მიღწევები მოცემულ სფეროში რამოდენიმეჯერ აღინიშნა ჯილდოებით და იგი აღიარებული იქნა გაერთიანებული სამეფოს საუკეთესო სომელიედ, ასევე 1992 წელს იგი დასახელდა ფრანგული ღვინოების საუკეთესო საერთაშორისო სომელიედ, ხოლო 1996 წელს კი ევროპის საუკეთესო სომელიედ. ჟერარი სამჯერ მსოფლიოს საუკეთესო სომელიეს დაჯილდოებაში მეორე ადგილზე გავიდა (1992, 2004 და 2007 წელს). 2010 წლის აპრილში სანტიაგო დე ჩილეში მისი დიდი ხნის ოცნება ასრულდა და იგი მსოფლიოს საუკეთესო სომელიედ იქნა აღიარებული (სომელიეების მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდება).

ჟერარის კარიერის მნიშვნელოვანი ასპექტია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენის და მათი მხარდაჭერისა და შთაგონების უნარი. მან ბარმენებისა და სომელიეების ხალგაზრდა თაობა გამოზარდა, რომლებმაც დიდ წარმატებებს მიაღწიეს, რითაც ჟერარი უაღრესად ამაყობს. 2011 წლის ივნისში ჟერარი დედოფლის დაჯილდოების საპატიო სიაში იყო შეტანილი და OBE მიიღო პრინცესა ანასგან 2011 წლის ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ეს მისი და მისი ოჯახისთვის უაღრესად ღიშესანიშნავი მომენტი იყო.

„ბრენდის სახელი „თამადა“ჯერ კიდევ 2001 წელს შეირჩა. ქართული სუფრა და ქართული ღვინო სხვა ალკოჰოლური სასმელებისგან განსხვავებით, ურთიერთობებთანაა ასოცირებული. ქართული სუფრა წარმოუდგენელია ქართული ღვინისა და თამადის გარეშე. ქართული სუფრის გაძღოლა ერთგვარი პასუხისმგებლობაა. კარგი თამადა მოიზარება, როგორც კარგი ღვინის მცოდნე. მოკლედ რომ ვთქვათ. თამადობა ემოციების გაზიარების ხელოვნებაა, რომელიც ქართულ სუფრაზე ურთიერთობების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს,“ - ქართულ სუფრაზე „თამადის“ ფენომენის მნიშვენლობაზე მიანიშნებს ღვინო „თამადა“ -ს ბრენდ მენეჯერი.

ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია “GWS”, 1993 წელს შეიქმნა. კომპანიის მისია საუკეთესო ხარისხის პრემიუმ კლასის ქართული ღვინის წარმოება და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის იმიჯის შექმნა იყო. რაც წარმატებით განახორციელა წლების განმავლობში.

2001 წლიდან კომპანია ფლობს სამ ძირითად ღვინის ბრენდს “თამადა” , “ძველი თბილისი” და „ადამანტი. “თამადა” წარმოადგენს ადგილoბრივი წარმოშობის და ჯიშური პრემიუმ კატეგორიის ღვინის ასორტიმენტს,. 2013 წლის, სექტემბერში , ღვინო თამადა, რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ განახლებული ეტიკეტითა და ახალი ენთუზიაზმით დაბრუნდა ქართულ ბაზარზე. დღესდღეობით თამადას პორტფელი თეთრი და წითელი, მშრალი და ნახევრად ტკბილი ღვინოებისგან შედგება. მათ შორის არის 6 ადგილობრივი წარმოშობის დასახელების ღვინო.

ბრენდი „თამადას“ პორტფელში 10 სახეობის ღვინოა,როგორც თეთრი ასევე წითელი, ბუნებრივად ნახევრადტკბილი და მშრალი ღვინოები.მათ შორის არის 6 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. (წინანდალი, მუკუზანი, ნაფარეული, ქინძმარაული, ხვანჭკარა, ახაშენი)

ვენახების უდიდესი ნაწილი 15-25 წლისაა.ყურძენი ნაზად იკრიფება, და საგულდაგულოდ ირჩევა. ამის შემდეგ ტრანსპორტირდება საშუალო ზომის ყუთების მეშვეობით და მაქსიმუმ 25 წუთის განმავლობაში ხვდება ქარხანაში. ტრანსპორტირების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ ყურძენი მოვარიდოთ მზესთან ახლო კონტაქტს რათა მარცვალი არ დაზიანდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები