1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როგორ გამოვიყენოთ ხახვი ხველის წინააღმდეგ?

ხველის სამკურნალო საშუალებების ფართო არჩევანის მიუხედავად, ხახვით მკურნალობის ხალხური ტრადიცია კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს .
* ორი თავი ხახვი წვრილად დაჭერით, დაამატეთ ნახევარი ჭიქა შაქრის ფხვნილი და ორი ჩაის ჭიქა წყალი, შემოდგით ნელ ცეცხლზე და შესქელებამდე ადუღეთ. მიიღეთ სამ საათში ერთხელ თითო სადილის კოვზი.
* გახანგრძლივებული ხველისა და, საზოგადოდ, ბრონქიტის დროს მეტად ეფექტურია რძეში მოხარშული ხახვი: 1-2 საშუალო ზომის თავი გაფცქვენით, ჩაუშვით რძეში, შემოდგით ნელ ცეცხლზე და 3-4 წუთს, ხახვის დარბილებამდე ადუღეთ. შემდეგ ამოიღეთ, შეგრილებისთანავე დაჭერით და მიირთვით.
არსებობს მომზადების სხვა წესიც: აიღეთ იმავე ოდენობის ხახვი, წვრილად დაჭერით და რძეში მოხარშეთ. ნახარში 4 საათით გააჩერეთ, მერე კი დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ თითო სადილის კოვზი 2-3 საათში ერთხელ.
მკურნალი ჯის რედაქცია 

* წინაპართაგან შემოგვრჩა ასეთი რეცეპტი: 1-2 თავი ხახვი რგოლებად დაჭერით და ცოტაოდენ (დაახლოებით ერთ სადილის კოვზ) ცხიმში, უმჯობესია, ღორის ქონში დარბილებამდე და შევარდისფერებამდე შუშეთ. მიირთვით თბილი, უმჯობესია, ორ ულუფად _ დილით და საღამოს, ჭამის წინ.

* არსებობს ასეთი რეცეპტიც:
 ერთ სადილის კოვზ ალთეს ფესვს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, 20 წუთით გააჩერეთ, მერე დაამატეთ გახეხილი ხახვი (1-2 თავი), კიდევ 20 წუთით გააჩერეთ და დოლბანდში გაწურეთ. მიიღეთ დღეში 3-4-ჯერ თითო სადილის კოვზი. ალთეს ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვირისტერფა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები