1 1 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კომპანია RMG-იმ ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს, მოხუცთა საერთაშორისო დღე მიულოცა

კომპანია RMG განაგრძობს ბოლნისის რაიონში სოციალური პროექტების განხორციელებას. ამჯერად კომპანიის წარმომადგენლები  ბოლნისის ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრნენ და მათ მოხუცთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.

კომპანია RMG-იმ მოახლოებული ზამთრისათვის  ცენტრის შენობაში  გათბობის სისტემა დაამონტაჟა, რათა მოხუცებულებმა მაქსიმალურად კომფორტულად  იგრძნონ თავი. კომპანიის წარმომადგენლებმა  დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრტად ტკბილეულიც მიუტანეს.

ხანდაზმულთა დღის ცენტრს, რომელიც საქართველოს წითელი ჯვრის ეგიდითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ფუნქციონირებს, ყოველდღიურად 30-მდე მოხუცი სტუმრობს. ისინი დღის განმავლობაში ხელსაქმით, სიმღერით, გალობით და სხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებულები.

ნატალი ნოზაძე, კომპანია RMG-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი:

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების საქმიანობათა დღის ცენტრი ბოლნისისი მუნიციპალიტეტში 250-მდე ხანდაზმულს ემსახურება. მიუხედავად გარკვეული მხარდაჭერისა, რომელსაც დღის ცენტრი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისგან იღებს, მოხუცებს მაინც სჭირდებათ მუდმივი თანადგომა და ყურადღება. სწორედ ამიტომ, კომპანია RMG-იმ მოახლოებული ზამთრისათვის დღის ცენტრის შენობაში გათბობის სისტემის დამონტაჟება გადაწყვიტა. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს მიერ შექმნილი ის მცირედი კომფორტი, რომელიც იქ მისულ მოხუცებს ოქტომბრიდან დახვდებათ, კიდევ უფრო ღირსეულ გარემოს შეუქმნის ცენტრის ბენეფიციარებს“.

მედეა მარღანია-ავალიანი, საქრთველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივანი:

„საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სოციალური ცენტრი უკვე 2 წელია ფუნქციონირებს. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ კომპანია RMG-იმ გამოიჩინა კეთილი ნება და იზრუნა იმაზე, რომ ცენტრში მოსულმა  ხანდაზმულებმა ზამთარი თბილად გაატარონ. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები