1 1 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

KENWOOD-ი საქართველოს ბაზარზე მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკით და მიმზიდველი აქციით შემოვიდა

ევროპის ლიდერი უხუცესი ინგლისური  ბრენდი საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროშო - კენვუდი საქართველოს მოსახლეობას მაცივრების და სარეცხი მანქანების ფართო არჩევანს და უპრეცენდენტო აქციას სთავაზობს. მომხმარებელი რომელიც აქციის ფარგლებში ძველი სარეცხი მანქანის ჩანააცვლებას KENWOOD-ის   ახალი სარეცხი მანქანით გადაწყვეტს, ნებისმიერი მოდელის არჩევის შემთხვევაში 100 ლარიან ფასდაკლებას მიიღებს. KENWOOD-ის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენის დღიდან, მომხამრებელი სარგებლობს უფასო მიტანის, მონტაჟის და "3 წლიანი სრული და უფასო" სერვისით,  რაც მნიშვნელოვან კომფორტს წარმოადგენს ნებისმიერი ადამიანისთვის. შენაძენის განხორციელება შესაძლებელია როგორც ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე 24 თვემდე 0% განვადებითაც.

   კენვუდი ამავდროულად შეუერთდა პროექტს რომელიც ემსახურება მსოფლიოში ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, კერძოდ კი ელექტრო ენერგიის გამოყენების შემცირებას. აღნიშნული პოროექტის ფარგლებში მომხმარებელი რომელიც შეიძენს KENWOOD-ის A+ კლასის სარეცხ მანქანას განვადებით  უკან დაიბრუნებს გადახდილი თანხის 10%. ენერგოეფექტური ტექნიკის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ასევე დაზოგავს თანხას ელექტრო ენერგიის შემცირებულ გადასახადებზე. აღსანიშნავია, რომ KENWOOD-ის სარეცხი მანქანების ყველა მოდელი წარმოდგენილი საქართველოს ბაზარზე მიერკუთვნება A+ ენერგოეფექტურ კლასს რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს მომხმარებებისათვის ფართო არჩევანს.

   KENWOOD-ის სარეცხი მანქანები შექმნილია უახლესი ტექნოლოგიური მიღწევებით. Nano Tec AG+ სტერილიზაციის ტექნოლოგია უზრუნველყოფს სარეცხის სრულფასოვან სისუფთავეს ვერცხლის იონების საშუალბით რომლებიც ანადგურებენ ბაქტერიებს და აშორებენ ჭუჭყს ბოჭკოებიდან. ეკონომიური რეცხვის რეჟიმით სარგებლობისას სარეცხი მანქანა დოლურაში მოთავსებული  სარეცხის  მოცულობისა და  წონის მიხედვით მოიხმარს მნიშვნელოვნად ნაკლებ სარეცხ საშუალებას, წყალსა და  ელექტრო ენერგიას. დიზბალანსის კონტროლის სისტემის საშუალებით სარეცხი მანქანა ჩატვირთული თეთრეულის თანაბარ გადანაწილებას ავტომატურად აკეთებს რეცხვის დაწყების პირველ ეტაპზე დოლურას ნელი ტრიალით. რეცხვის თანამედროვე პროგრამები ისეთები როგორიც არის  12 წუთიანი სწრაფი რეცხვის რეჟიმი, მუშაობის დაწყების დროის გადავადება და მრავალი სხვა, მომხმარებლების მოთხოვნების გათვალისწინებით არის შემუშავებული მათთვის სრული კომფორტის შესაქმნელად.

   KENWOOD-ის ბრენდის მოკლე ისტორია: კომპანია პირველად ინგლისში, 1947 წელს Kenneth Wood-ის (Ken-wood) მიერ დაფუძნდა, რა დროსაც პირველად გამოჩნდა ბაზარზე KENWOOD-ის ინოვაციური პურის ტოსტერი. ამჟამად უკვე კენვუდის საყოფაცხოვრებო ტექნიკა მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში იყიდება. 1974 წელს ბაზარზე მსხვილი საოჯახო ტექნიკის წარმოების ხაზის გაფართოება გახდა საჭირო. კერძოდ, დიდი მაცივრების, სარეცხი მანქანების და ჭურჭლის სარეცხი მანქანების ხაზით. KENWOOD-ის მსხვილი საყოფაცხოვრებო ტექნიკა ექსკლუზიურად, ევროპის საუკეთესო ქარხნებში იწარმოება. ბრენდის მაღალმა ცნობადობამ მნიშვნელოვნად გაზარდა მისი პროდუქტის გაყიდვები ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, შორეული აღმოსავლეთის და იაპონიის ბაზარზე.

   2010 წლიდან, KENWOOD-მა წარმოების განსავითარებლად, დანერგა ისეთი ახალი ტექნოლოგიები, როგორიც არის direct drive, nano-silver, quick wash, eco wash, multi flow. ყველა მიღწეული მაღალი ეფექტურობის ტექნოლოგიები მიზნად ისახავს ნაკლები ბუნებრივი რესურსების  მოხმარებას და ბუნების დაცვას. ბრენდის მიერ მსოფლიო ბაზარზე განვლილი საინტერესო გზისა და მის მიერ წარმოებული სრულყოფილი ტექნიკის დამსახურებით, KENWOOD-ი ბაზარზე ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები