1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"საყდრისის საბადოს გაჩერებით ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტი მნიშვნელოვნად ზარალდება"

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2014 წლის მე-2 კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 151 მილიონი დოლარი შეადგინა. ინვესტიციები შემცირებულია 2014 წლის პირველ კვარტალთან (265 მილიონი დოლარი) და 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც.  

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში გვაქვს პარადოქსული მაგალითები, როცა მსხვილ ინვესტორსა და მრავალრიცხოვანი სამუშაო ადგილების შემქმნელ კომპანიას მუშაობაში ხელი ეშლება და ამით პირველ რიგში სახელმწიფო ჯიბე და თითოეული მოქალაქე ზარალდება. საყდრისის გაჩერებული საბადო ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია იმისა, თუ რა ზიანი შეიძლება მიადგეს ქვეყნის განვითარებას ყოველი ასეთი ბიზნესისთვის ხელოვნური ბარიერების შექმნით. თვალსაჩინოებისთვის მხოლოდ რამდენიმე ფინანსური მაჩვენებლისთვის თვალის გადავლებაც კმარა. მაგალითად, 2009-2013 წლებში კომპანია "არემჯი გოლდმა" სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით 361 მილიონი ლარი შეიტანა. აქედან, 2012 წელს კომპანიამ ბიუჯეტში 142 მილიონი ლარი შეიტანა, 2013 წელს კი მხოლოდ 21 მილიონი ლარი. ასეთი მასშტაბური სხვაობა კი საბიუჯეტო შენატანებს შორის განპირობებული იყო საბადოზე სამუშაოების შეჩერებითა და მისი დაკონსერვებით. მარტივი გათვლითაც ჩანს, რომ საბადოს გაჩერების შედეგად, ხანმოკლე პერიოდში ქვეყანამ შემოსავლების სახით 121 მილიონი ლარი დაკარგა, რაც შესაძლოა რამდენიმე მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის ან გადაუდებელი საჭიროების დაფინანსებას მოხმარებოდა.

ირაკლი ლექვინაძე, ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში: "ვფიქრობ, რომ ის რაც ხდებოდა საბადოსთან დაკავშირებით, მიზანმიმართული კამპანია იყო, რამაც ბუნებრივად შეაფერხა კომპანიის აქტივობა. "არემჯი გოლდი" ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში, -რომელიც საექსპორტო, საბიუჯეტო, ადგილობრივი საზოგადოების განვითარებისა+ და დასაქმების კუთხით მნიშვნელოვან როლს ასრულებს. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ამ კომპანიის მიერ ექსპორტირებული პროდუქცია ღირებულებით საექსპორტო პროდუქტების ათეულშია. ვფიქრობ, უნდა მოინახოს კომპრომისი და კომპანიამ განაცხადოს საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით მისი ხედვის შესახებ. ის აურზაური და მიზანმიმართული კამპანია კი რომელიც სამწუხაროდ მხოლოდ ემოციურ ფონზეა წარმართული, აბსოლუტურად გაუმართლებელია და ამით  ზარალდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიც, და რაც მთავარია ადამიანები, რომლებიც დასაქმებული არიან აღნიშნულ კომპანიაში. ასევე ფერხდება ის პროექტები, რომელთა განხორციელებაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე   კომპანიას აქვს აღებული პასუხისმგებლობა".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები