1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

10 ყველაზე გავრცელებული შეცდომა დიეტის დროს

გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს.

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა 
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება. 

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

2. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

3. ძალიან ბევრი ხილი და კენკრა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილისა და კენკრის უზომოდ მირთმევა შეიძლება, რადგან ეს წონაზე არ იმოქმედებს. მცდარი აზრია. ხილი და კენკრა ფრუქტოზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ არანაკლებ კალორიულია. როგორც ნახშირწყლები, ისიც სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს, ისე რომ, ხილის მირთმევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თქვვენ შიმშილის მძაფრი გრძნობა გეუფლებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი, ციტრუსები, ქლიავი, კივი, ცოტაოდენი საზამთრო, ანანასი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ცოტა შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში დაშვებულია. 

4. სადილზე არასწორი პროდუქტების შეთავსება
სადილზე შეიძლება ბრინჯის, წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება ხორცთან, ქათამთან ან თევზთან. მაგრამ არ შეიძლება ხორცის, ქათმისა და თევზის კარტოფილთან და მაკარონთან ერთად დაგემოვნება. ეს ორი გარნირი სადილზე მხოლოდ ბოსტნეულთან და ყველთან ერთადაა მისაღები. ამგვარად, თუკი წყალზე დამზადებულ ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევთ კარტოფილით, მეორე კერძი ბიფშტექსი არ უნდა იყოს. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელების პროცესს და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

5. პროდუქტების არასწორი შეთავსება ვახშამზე 
ხორცი, თევზი და ქათამი ვახშამზე მხოლოდ დამოუკიდებელ კერძებად შეიძლება მიირთვათ. არანაირი კომბინაციები მათი მონაწილეობით არ დაიშვება. სხვაგვარად დაძინებამდე მირთმეულის მონელებას ვერ მოასწრებთ და ვახშამი დილით სასწორზე აისახება.

6. საუზმეს თუ ტკბილეულს მოვაკლებ, უფრო მალე გავხდები 
კიდევ ერთი შეცდომა: როცა რაციონიდან რომელიმე პროდუქტს ამოიღებთ, იმის რისკს ზრდით, რომ ერთ დღეს რეჟიმს ვეღარ გაუძლებთ. როცა უარს ტკბილეულზე იტყვით, ერთხანს სწრაფად დაიკლებთ, მაგრამ დიდხანს საყვარელ პროდუქტზე უარის თქმას ვერ შეძლებთ. ადრე თუ გვიან, ლამაზი ფიგურის ოცნებას ნამცხვრის სიყვარული დაძლევს და, როგორც წესი, ეს დილით კი არ მოხდება, როცა ყველაფრის ჭამა შეიძლება, არამედ გვიან საღამოს. როცა ჩვენი ნერვული სისტემა უკვე გადატვირთულია, საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან რთულია.

7. მას შემდეგ, რაც დაქალთან სტუმრობისას „გადავაჭარბე“, ერთი დღე უნდა ვიშიმშილო 
ნუ დასჯით საკუთარ თავს განტვირთვის დღეებით იმის გამო, რომ „აიწყვიტეთ“. ამით მხოლოდ უარესს შედეგს მიიღებთ. შიმშილის მცდელობებს, როგორც წესი, იმისკენ მივყავართ, რომ კიდევ უფრო მეტს იმატებთ. თუკი სტუმრად თავი ვერ შეიკავეთ და ბევრი მიირთვით, მომდევნო დღეს ჩვეულებრივ განაგრძეთ დიეტა და ნუ გაამკაცრებთ. იმ ერთ დღეში დაგროვილი წონა, როგორც წესი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკარგება.

8. ფიზიკური დატვირთვის გარეშეც მშვენივრად ვხდები
რა თქმა უნდა, გახდომას სპორტის გარეშეც მოახერხებთ. მაგრამ ზედმეტი არაა იმის ცოდნა, რომ ფიზიკური დატვირთვა კუნთებს ტონუსში ამყოფებს, ამკვრივებს კანს, სილუეტის კორექციას ახერხებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ანუ, თუ არ გსურთ ფინიშთან დაკიდებული კანით, მოხრილი და მოდუნებული კუნთებით მიხვიდეთ, ვარჯიში აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, სპორტი  მობილიზებაში გეხმარებათ და უფრო თანმიმდევრულს გხდით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გახდომის გზის გამარჯვებით დასრულებას აპირებთ. 

9. სულ რამდენიმე კილოგრამის მოკლებას ვაპირებ და სულაც არაა კანის მოვლის პროცედურების აუცილებლობა 
შესაძლოა, საგანგებო ღონისძიებებს თქვენი კანი არ საჭიროებდეს, მაგრამ ყავის სკრაბი, მასაჟი და საკუთარი თავის მიმართ გაძლიერებული ყურადღება ნებისმიერი ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენი მთავარი მოტივაცია ხომ თავად თქვენ უნდა იყოთ, ამისთვის კი საკუთარი თავის შეყვარებაა საჭირო. „თქვენი გრძნობების გამოხატვა“ სწორედ იმ ძალითა და დროით გამოიხატება, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ. 


დასკვნა: დაიცავით ეს რჩევები და გახდომა უფრო გაგიადვილდებათ
dieta.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები