1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კაზრეთელები RMG -ის შეუფერხებლად მუშაობას მოითხოვენ


დაბა კაზრეთში საყდრისის გადარჩენის კომიტეტისა და სენის წარმომადგენლების ჩასვლას, რომლებმაც ლექცია წაიკითხეს ეკოლოგიურ მდგომარეობაზე, ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი პროტესტით შეხვდა. 
კაზრეთელების განცხადებით, კომპანიის მუშაობის შეფერხებამ ისინი სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა, ადამიანებმა დაკარგეს სამუშაო ადგილები და შესაბამისად შემოსავალი.
შპს" ბიბინაშვილის" ხელმძღვანელი რაის ჰუსეინოვი ამბობს, რომ ადგილობრივებს სხვა სამუშაო არ აქვთ და მათი ბედი ბედი სწორედ "არემჯის" შეუფერხებლად მუშაობაზეა დამოკიდებული. 
"რომ იძახიან საყდრისი არ გაიხსნასო, ეს ხალხი სად წავიდეს? აქ სხვა სამუშაო არ არის, ჩვენი და ამ ადამიანების ოჯახები ამით არსებობს. ჩვენი ბედი სწორედ "არემჯის" მუშაობაზეა დამოკიდებული. ხალხს ხელფასების აღება უჭირს, ამდენმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ვიღაცეები კიდევ ზღაპრებს გვიყვებიან ყველაზე ძველი მაღაროა თქვენთანო. არ ვიცი ეს რაში ჭირდებათ, ფულს აკეთებენ ამაზე თუ პოლიტიკურ ქულებს აგროვებენ, მაგრამ შეგვეშვით ხალხო, დაგვანებეთ თავი. როდესმე გიკითხავთ ჩვენთვის, რა გვილხინს, რა გვიჭირს? ჩვენ გვინდა, რომ გაგრძელდეს ეს სამუშაო"

რაის ჰუსეინოვის განცხადებით, 100 მდე თანამშრომელი და 24 მანქანა გაჩერებულია და მათ 4 თვის სახელფასო დავალიანება აქვთ. დასაქმებული პერსონალი აცხადებს, რომ მათი პრობლემები მეტწილად საყდრის-ყაჩაღიანის გაჩერებას უკავშირდება, რადგან დაკვეთები სწორედ "არემჯისგან" ჰქონდათ. მას შემდეგ, რაც კომპანია შეფერხებით მუშაობს, მათაც სერიოზული პრობლემები შეექმნათ. 
ვანო ლეკიშვილი: "ვალს ვალი ემატება, ბანკის ვალები გვედება. ოჯახში პრობლემები გვექმნება, ხელფასის გარეშე როგორ ვიარსებოთ, როგორ ვარჩინოთ ცოლ-შვილი, ამაზე ვინმე ფიქრობს? 40 წელია ეს ქარხანა არსებობს, აქ ვცხოვრობთ და არავინ მოსულა, არავის უკითხავს, როგორ ვცხოვრობდით და რით ვარსებობდით, არავის გახსენებია ეკოლოგია და საყდრისი."
კომპანია "არემჯიში" აცხადებენ, რომ ყველა შეზღუდვა, რაც ბოლო პერიოდში ხდება მას შემდეგ წარმოიქმნა, რაც კუთვნილი ტერიტორიების გამოყენების საშუალება არ მიეცათ, საუბარია საყდრის-ყაჩაღიანზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები