1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

1 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. მოერიდეთ დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმას. უმნიშვნელო დეტალიც კი კარგად გაიაზრეთ. 

კურო 
საქმეების მოგვარება გაგიადვილდებათ, თუ გარშემო მყოფების რჩევებს ყურადღებას მიაქცევთ და ძველ პრობლემებს ახალი მეთოდებით შეებრძოლებით. 

ტყუპი 
ნუ ჩაერევით გარშემო მყოფთა საქმეებში, ნუ ეცდებით ვინმესთვის ჭკუის სწავლებას. უმჯობესია, საკუთარ საქმეებს მიხედოთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებს. 

კირჩხიბი 
შეიძლება სიტუაცია ისე არ განვითარდეს, როგორც ეს თქვენ გქონდათ წარმოდგენილი. მოულოდნელობებისთვის მზად უნდა იყოთ და ეცადეთ, ყურადღებით იმოქმედოთ. 

ლომი
დღეს ლიდერის თვისებები უნდა გამოავლინოთ. გაეცით განკარგულებები, დაასაქმეთ გარშემო მყოფები. ზოგიერთ თქვენი უფროსობა შეიძლება არ მოეწონოს, მაგრამ ერთეულების აზრს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. 

ქალწული
სამსახურის საქმეების პარალელურად, საოჯახო საქმეებიც უნდა მოაგვაროთ. მეტი ყურადღება გმართებთ მშობლებისა და შვილების მიმართ. 

სასწორი 
დღეს ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით და არამარტო საკუთარ, არამედ საყვარელი ადამიანების ცხოვრებასაც უკეთესობისკენ შეცვლით. 

მორიელი 
დააკვირდით გარშემო მყოფებს; შეისწავლეთ და გაანალიზეთ მათი საქციელი. თქვენთვის მათში ბევრ საინტერესოსა და საჭიროს აღმოაჩენთ. 

მშვილდოსანი
გარშემო მყოფებისა და უფროსის მხრიდან კრიტიკა და შენიშვნებია მოსალოდნელი. მაგრამ ეცადეთ ყოველივეს მშვიდად შეხვდეთ და გაითვალისწინოთ. 

თხის რქა
უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვრებელი, - საქმიანი შეხვედრები, ინსტანციებში სირბილი, სატელეფონო ზარები და ნათესავებზე მზრუნველობა. ყურადღებით იმოქმედეთ, რათა არაფერი გამოგრჩეთ. 

მერწყული 
მოაგვარეთ ფინანსური და იურიდიული საკითხები. საქმიან ადამიანებთან შეხვედრა და სამომავლო პროექტების განხილვა გელით. 

თევზები
თუ ძველებური ყოფა მოგბეზრდათ, იმოქმედეთ მის გასაახალისებლად. კარგი დღეა რომანტიკული შეხვედრებისა და პირადი საკითხების მოსაგვარებლად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები