1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ერთი ჩვეულებრივი დღე ქალისა და მამაკაცის ცხოვრებიდან

მამაკაცისა და ქალის მიერ ცხოვრების აღქმა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. როცა გოგონები ძირითადად გრძნობებსა და ემოციებს ეყრდნობიან, მამაკაცებს რაციონალიზმი და ლოგიკა სძალავთ. დარწმუნდით ამაში და ნახეთ, როგორ მიდის ქალისა და კაცის ერთი ჩვეულებრივი დღე.

ქალის დღიურიდან:

"საღამოს მომეჩვენა, რომ ჩემი ქმარი რაღაც უცნაურად იქცეოდა... ეს საღამო ერთ კარგ რესტორანში უნდა გაგვეტარებინა. სახლში ჩვეულებრივზე უფრო გვიან მოვედი, დაქალებთან ერთად მაღაზიებში შევიარე და იმიტომ. ველოდი, რომ ქმარი განაწყენდებოდა და რაიმე რეაქცია ექნებოდა. მაგრამ დუმდა და არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია ჩემს დაგვიანებაზე... საუბარი რაღაც ვერ ავაწყვეთ და შევთავაზე, სადმე წყნარ ადგილას წავსულიყავით, დაგვესვენა და თან გულით და სულით გვესაუბრა. ქმარი დამთანხმდა, მაგრამ რატომღაც ისევ სიტყვაძუნწად... დავინტერესდი, იქნებ რაღაც პრობლემა აქვს? მიპასუხა, რომ ყველაფერი რიგზეა. ვკითხე, იქნებ მე ვიყავი რამენაირად დამნაშავე იმაში, რომ მას განწყობა გაუფუჭდა. ქმარმა მიპასუხა, რომ სულაც არ იყო განაწყენებული, რომ მე არაფერ შუაში ვიყავი და სისულელეების გამო არ უნდა მეღელვა. 
შინ რომ ვბრუნდებოდით, ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. მას ოდნავ გაეღიმა, თუმცა მანქანის მართვა განაგრძო. არ მესმის, რატომ არ მიპასუხა ასე: "მეც ძალიან მიყვარხარ, ძვირფასო!" 
როცა ბოლოს და ბოლოს შინ მოვედით, უცებ წამიერად მომეჩვენა, რომ საბოლოოდ დავკარგე ის, განსაკუთრებით მას მერე, რაც ქმარმა უარი მითხრა ჩვენი რომანტიკული საღამოს გაგრძელებაზე. უბრალოდ დაჯდა დივანზე და ტელევიზორის ყურება დაიწყო. იმ მომენტში ისეთი შორეული და უცხო მომეჩვენა...
გადავწყვიტე, დავწოლილიყავი. 15 წუთში ისიც მოვიდა და ჩემ გვერდით დაწვა. მაგრამ ისევ ვგრძნობდი, რომ მისი ფიქრები სადღაც ჩემგან შორს ქროდნენ. 
მას ჩაეძინა. მე კი ავტირდი. არ ვიცოდი, როგორ გამეგრძელებინა ცხოვრება. დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ვიღაც სხვაზე ფიქრობდა... ჩემი ცხოვრება ნამდვილი კატასტროფაა..."

ქმრის დღიურიდან:

"მოტოციკლი არ იქოქება... ვერ ვიგებ, რატომ".

ალბათ ქალებმა უნდა ისწავლონ, ცოტა უფრო იოლად შეხედონ მოვლენებს, მამაკაცებმა კი – რაღაც ემოცია მაინც გამოავლინონ, განსაკუთრებით საყვარელი ადამიანის გვერდით. 
ნუ გეშინია, დაელაპარაკე ახლობელ ადამიანს იმაზე, რასაც გრძნობ...


mshoblebi.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები