1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

22 სექტემბერს, 22:00 საათზე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, შედგება ლიტერატურული პრემია „საბას“ რიგით მე-12 საზეიმო დაჯილდოება.

საზოგადოება სწორედ ამ გრანდიოზულ დაჯილდოებაზე გაიგებს გამარჯვებული წიგნებისა და ავტორების ვინაობას 10 ნომინაციის მიხედვით. „საბას“ ისტორიაში ეს იქნება დაჯილდოების ყველაზე მასშტაბური ცერემონია, რომელზეც შედგება სპეციალურად „საბასთვის“ შექმნილი მუსიკალურ-ლიტერატურული პროექტის „ეპოქის ხმები“ პრემიერა. შედგება მუსიკალური, მხატვრული და ქორეოგრაფიული პრემიერები. სპეციალურად ამ დღისთვის ხუთმა თანამედროვე კომპოზიტორმა დაწერა მუსიკა „ოქროს ფონდიდან“ ამოღებული პოეტების აუდიო ჩანაწერებზე, მუსიკალურ ნაწარმოებებს მოერგო მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფია და დავით მაჭავარიანის მხატვრობა. პროექტის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა. მუსიკალური ხელმძღვანელი მიხეილ მდინარაძე. პროექტში მონაწილეობს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის ორკესტრი და საბალეტო დასი. „ეპოქის ხმები“ თიბისი ბანკის ინიციატივითა და უშუალო ორგანიზებით შეიქმნა. გთხოვთ მობრძანდეთ! მის: რუსთაველის თეატრი, დიდი დარბაზი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები