1 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნინო მიქიაშვილი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის დაფინანსებაზე ალაპარაკდა

ნინო მიქიაშვილი, რომელიც საყდრისის ერთ-ერთი მცველია, თავის ყოფილ თანამებრძოლებს, საყდრისის გადარჩენის კომიტეტს დაუპირისპირდა. მან ისინი დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

"საინფორმაციო საშუალებები და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როცა 9 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წევრებმა გამოაცხადეს, რომ საყდრისის გვერდითა ბორცვზე მიმდინარე კარვების აქცია იშლება. ეს დეზინფორმაციაა!!! საყდრისის დასაცავად კარვების აქცია არ იშლება. გრძელდება! ირაკლი ლომიძე და მე, ნინო მიქიაშვილი იქ ვრჩებით" _ განაცხადა ნინო მიქიაშვილმა.  

პრესკონფერენციაზე ნინო მიქიაშვილმა საყდრისის საზოგადოებრივი დაცვის კომიტეტის დაფინანსებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მათ ცალკე ანგარიში აქვთ:
"14 სექტემბერს კარვების აქციის დაწყებიდან 5 თვე შესრულდა. შემოწირულობის მორიგი ჩამონათვალი ჩემს პირად გვერდზეა გამოქვეყნებული. ეს შემოწირულობა ჩვენმა მეგობრებმა, ახლობლებმა, სრულიად უცნობმა ადამიანებმა გაიღეს საყდრისში მიმდინარე კარვების აქციისთვის. ჩვენ, მე და ირაკლი ლომიძე სწორედ ამ შემოწირულობით ვარსებობთ. ამ თანხას საერთო არაფერი აქვს საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის ფინანსებთან და არც სხვა რომელიმე ორგანიზაციასთან.

რაც შეეხება კომიტეტის ფინანსებს მათ ცალკე ანგარიში აქვთ. რომელზეც ჩარიცხული და დარიცხული თანხის ირგვლივ მე და ირაკლი ლომიძემ ვიცით მხოლოდ შემდეგი: ზაფხულის დასაწყისში კარვების აქციისთვის მხოლოდ 2-ჯერ გამოგზავნეს რამდენიმე დღის საკვები. ერთხელ გადაიხადეს დენის ფული, დაახლოებით 30 ლარამდე, გამოგვიგზავნეს მაცივარი, რომელშიც 100 ლარი გადაიხადეს, მაგრამ ეს მაცივარი ვერ ავამუშავეთ, რადგან დევნის მავთული რომელიც კომიტეტის მიერ არის შეძენილი იმდენად სუსტია, რომ მაცივარს ვერ ვრთავთ. ასევე კომიტეტმა ირაკლი ლომიძეს ტელეფონზე ჩაურიცხა 30 ლარი, ხოლო გაიოზ მეხვრიშვილს 10 ლარი." _ განაცხადა მიქიაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები