1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

საქართველოში ახალი ბუმია!

საქართველოში ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ნამდვილი ბუმია... როგორც ჩანს ამ ბიზნესმა გაამართლა და მიუხედავად უკვე არსებული კონკურენციისა ყოველი მათგანი კარგად მუშაობს.

მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს: პირველ რიგში ონლაინ სესხის აღება იმაზე ბევრად მარტივია, ვიდრე ქუჩაში წოწიალი ერთი ადგილიდან მეორეში, ერთი საბუთიდან მეორის ასაღებად, შემდეგ ბანკში მილიონი პროცედურის გავლა და ბოლოს მოლოდინი სესხის დამტკიცებისა... კომფორტი ხომ ყველას გვიყვარს, მსოფლიოც ამ კომფორტულობისკენ მიემართება. ვითარდება ტექნოლოგიები, რომლებიც მაქსიმალურად ორიენტირებულია სიმარტივისა და სისწრაფისკენ. ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მუშაობს იმისთვის რომ სახლიდან გაუსვლელად იშოვოს ფული, გააკეთოს საქმე, რა სახისაც არ უნდა იყოს ის და დრო და ენერგიაც დაზოგოს.

მაგალითად ხელოვნების ერთერთი სფერო – მუსიკა ავიღოთ. უფრო კონკრეტულად -ელექტრონული მუსიკა. დღეს ამ სფეროში სრული სიგიჟე ხდება. დღეში ათასობით ახალი „ტრეკი“ იდება და ამ ყველაფერს მუსიკოსები სახლიდან გაუსვლელად, კომპიუტერის საშუალებით აკეთებენ და კარგ ფულსაც გამოიმოიმუშავებენ. ამიტომ გასაკვირი არც ონლაინ სესხების გამოჩენა ყოფილა, თუმცა უნდა ითქვას, რომ სადაოა, კარგია ეს ყველაფერი თუ არა.

რაც უფრო მეტი ასეთი კომპანია იწყებს ფუნქციონირებას, მით უფრო კარგ პირობებს მივიღებთ ჩვენ, მომხმარებლები. მაღალი კონკურენციის ფონზე ონლაინ სესხის გამცემ კომპანიებს იმისთვის რომ მათკენ მიგვიზიდონ, უფრო და უფრო უკეთესი პირობების შემოთავაზება მოუწევთ.

მაგალითად, ერთერთი ასეთი კომპანიაა Crediton.ge. ის ამ ბიზნესში შეიძლება ითქვას ახალია, თუმცა ინტერნეტში უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს. რატომ? ამ კითხვით კრედიტონის ერთერთ წარმომადგენელს მივმართე და პასუხად სწორედ ის მივიღე, რასაც ვვარაუდობდი: „მთავარია კლიენტს შესთავაზო ისეთი პირობა, რომელზეც შენ თავად დათანხმდებოდი! მაქსიმალური არგებელი და მინიმალური დანაკარგი ის მთავარი პრიორიტეტებია, რის მიხედვითაც მომხმარებელი შენ აგირჩევს!“

მოკლედ, სანამ ონლაინ სესხით სარგებლობას გადაწყვეტთ, კარგად დაფიქრდით, რომელი კომპანიის პირობა არის „მაქსიმალური სარგებელი, მინიმალური დანაკარგი“ და შემდეგ „მოაწერეთ ხელი“ სესხის აღებას!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები