1 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ჩვენს ქვეყანაში პირველად შენდება

რუის-ურბნისის ეპარქიაში, მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით და არქიმანდრიტ საბას (ჟღენტი) ძალისხმევით,  მალე კიდევ ერთი დიდებული ტაძრის მშენებლობა დასრულდება. ყინწვისის მადლიანი ტაძრის სიახლოვეს  კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი შენდება. ჩვენს ქვეყანაში ამ წმინდანის სახელობის ტაძარი დღემდე არ არსებობდა. 
მამა საბას ლოცვა-კურთხევით, საუბარი ვთხოვე მის სულიერ შვილს, ვეძისის მამათა მონასტრის წინამძღვარს, იღუმენ სერგის (კურცხალიძე):
კეთილგონიერი ავაზაკის ტაძარი  ყინწვისის მამათა მონასტერთან ახლოს,  მაღლობზე მდებარეობს.  მთებში ჩაფლული სამსართულიანი კოშკის თავზე  მცირე ზომის გუმბათოვანი, კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარია დაშენებული.  ტაძარი თითქოს გოლგოთას განასახიერებს.  უფალი ხომ გოლგოთაზე ეცვა ჯვარს  და მასთან ერთად - კიდევ ორი ავაზაკი.. კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ჩვენს ქვეყანაში პირველად შენდება.  უკრაინაში, კიევში თავად მოვილოცე კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის მამათა მონასტრის სკიტი, სადაც ამ წმინდანის ხატი გადმომცეს საჩუქრად. როგორც ვიცი, საქართველოში ერთ-ერთ ეკლესიის ფრესკაზეა გამოსახული კეთილგონიერი ავაზაკი. ტაძრის მშენებლობა თითქმის  დასრულებულია. ახლა მიმდინარეობს ტერიტორიის კეთილმოწყობა. დაიწერა კეთილგონიერი ავაზაკის ხატიც.  კეთილგონიერი ავაზაკის სახელობის ტაძარი ყველა დაცემულს და ავაზაკს თავისკენ მოუხმობს - მოვიდეს და მუხლი მოიყაროს უფლის წინაშე. ზუსტად ვიცი, ეს ტაძარი საკმაოდ გაითქვამს სახელს, იმიტომ, რომ ჯერ დასრულებული არ არის და ძალიან ბევრმა ადამიანმა, არაეკელსიურებმაც კი, გამოხატეს  სურვილი მოინახულონ და მოილოცონ ეს წმინდა ტაძარი. 
ყველა ჩვენთაგანს, სრულიად საქართველოს და რუის-ურბნისის ეპარქიას შეეწიოს კეთილგონიერი ავაზაკის მადლი.
karibche.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები