1 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

თბილისში, 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე გუდრონში ჩავარდნილი ლეკვი გადაარჩინეს

შინაური და გარეული ცხოველების კონტროლისა და რეგულირების დაპარტამენტს მოქალაქე  დაუკავშირდა. ინფორმაციის თანახმად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე გუდრონის ავზში ჩავარდნილი იყო დაახლოებით 3 თვის მეტისი ჯიშის ლეკვი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ადგილზე მისულმა ჩვენი სამსახურის წარმომადგენლებმა ლეკვი თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადმოიყვანეს,თავშესაფრის ექიმ ვეტერინარმა იოსებ ბოჭორიშილმა ლეკვის გასუფთავება გუდრონისგან 2 საათიანი მუშაობის შედეგად შეძლო. ამჟამად მდგომარეობა სტაბილურია, იგი იმყოფება ექიმ ვეტერინარების ზედამხედველობის ქვეშ
ireportior.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები