1 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

11 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს შეიძლება წარმატებულად გამოიყენოთ სიტუაცია კარიერაში და ფინანსურ ოპერაციებში. საღამოს მშობლებთან პრობლემები გექნებათ. 

კურო 
დღეს გექნებათ შესაძლებლობა მადლიერების გრძნობა გამოხატოთ მათ მიმართ ვინც კეთილია თქვენს მიმართ. ახალი საქმიანი კავშირების გაბმას შეძლებთ, ახალი გარიგება სარფიანი აღმოჩნდება. 

ტყუპი 
არასახარბიელო დღეა იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად. სამსახურში მცირე პრობლემებია მოსალოდნელი, ყურადღებით იყავით შესაძლებელია თქვენი მოტყუება სცადონ. 

კირჩხიბი 
კარგი იქნება დღეა რჩევას ან კონსულტაციას თუ სთხოვთ ახლობელ ადამიანებს, შეეცადეთ არ გააამჟღავნოთ საქმის ყველა დეტალი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, ნუ აჩქარდებით ქმედებებში სანამ არ დარწმუნდებით, რომ სწორად იქცევით.. 

ლომი
ნუ შეეცდებით აუცილებლად საკუთარი აზრი გაიტანოთ, დღეს ეს სასურველ შედეგს არ მოიტანს. უმჯობესია საყვარელი სამუშაოთი დატკბეთ. 

ქალწული
ყველაფერი წარმავალია, ასე, რომ ეს პრობლემებიც გაივლის. მთავარია საკუთარი თავის რწმენა შეინარჩუნოთ. საქმიანი პროექტების რეალიზებაში ნუ აჩქარდებით, ამის დროც მოვა 

სასწორი 
თუ დღეს სამსახურში დარწმუნებული ხართ, რომ გადაუდებელი საქმეები გაქვთ აუცილებლად დღეს მოაგვარეთ, ხვალისთვის ნუ გადადებთ მათ. თუ თავისუფალი დრო გექნებათ დღეს კარგია ფეხით გასეირნება.. 

მორიელი 
ბოლო პერიოდში,თქვენს ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები, დადებით მუხტს და ჰარმონიას მოგიტანთ, როგორც ოჯახურ ისე პირად ურთიერთობებში. ენერგია რომლითაც დღევანდელ დღეს დაიმუხტებით, არა მარტო თქვენზე, გარშემომყოფებზეც დადებითად იმოქმედებს.. 

მშვილდოსანი
მიზანსწრაფულობა კარგი თვისებაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზუსტად იცით რას აკეთებთ და რა შედეგს მოიტანს თქვენი ქმედება. დაგეგმილ ქმედებებს ნუ გადაუხვევთ, წინასწარ დაუგეგმავი ნაბიჯები სიკეთეს არ მოუტანენ თქვენს საქმიანობას. 

თხის რქა
სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ. პირადი საქმეები დღედღეზე მოგიგვარდებათ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ, მოუსმინეთ მათ აზრს, მათი რჩევები სამომავლოდ დაგეხმარებათ, მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტაში. 

მერწყული 
მიუხედავად იმისა, რომ თავგადასავლები მოგენატრათ და დაგღალათ ერთფეროვნებამ, სამწუხაროდ დღეს მხოლოდ დაძაბული მუშაობა მოგიწევთ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ენდოთ. 

თევზები
დღეს სამსახურში შესაძლებელია მცირე გაუგებრობები, თუმცა თუ ყველაფერს თანმიმდევრულად მიყვებით პრობლემები მოგვარდება. შეეცადეთ არ შეცდეთ პრიორიტეტების დასახვაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები