1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

9 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეეცადეთ ზედმეტად არ დაიტვირთოთ სამსახურში. დილიდან აღებულ ტემპს საღამომდე ვერ გაუძლებთ, აიღეთ მცირე პაუზა და შეისვენეთ. დღის ალიაქოთში თუ უცებ წიგნის წაკითხვა მოგინდებათ ნუ შეეწინააღმდეგებით ამ სურვილს.. 

კურო 
თუ ნამდვილად გსურთ გქონდეთ კარგი ჯანმრთელობა, მაშინ უმჯობესია მასზე ზრუნვა ეხლავე დაიწყოთ. კარგი იქენბა თუ დაინტერესდებით და თქვენს მეგობრებს, რომლებიც აქტიური სპორტით არიან დაკავებული კითხავთ , თუ როგორ შეიძლეს მათ ფორმის შენარჩუნება. ენდეთ მათ რჩევებს და რომელიმე სექციაში ჩაეწერეთ.

ტყუპი 
დღეს თქვენი განწყობა და ხასიათი დამოკიდებული იქნება თქვენი ნერვების მდგომარეობაზე, ასე, რომ შეეცადეთ კონფლიქტებს და კამათს მოერიდოთ. ნუ იტყვით უარს საღამოს სასიამოვნო გარემოში გატარებაზე.. 

კირჩხიბი
დღეს ნერვიულ სისტემას მოუფრთხილდით და შეეცადეთ არ გადაიტვირთოდ, ამის შედეგად კარგი განწყობა შეგინარჩუნდებათ. შეძლებისდაგვარად შეეცადეთ სუფთა ჰაერზე გაატაროთ მეტი დრო, სასარგებლო იქნება დილით თუ ივარჯიშებთ. ძილის წინ დიდ დროს ნუ დაუთმობთ ტელევიზორს. 

ლომი
დღეს იგრძნობთ დაღლას, ძაან ნუ გაერთობით მუშაობაში უმჯობესია გაჩერდეთ და დაისვენოთ. შეეცადეთ ნაკლებად აიშალოთ ნერვები და მხოლოდ დადებითზე იფიქრეთ, თქვენ დასვენება გჭირდებათ. შესაძლებელია ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა გაწუხებდეთ, შეიარეთ აფთიაქში და შესაბამისი კომპლექსი შეიძინეთ.. 

ქალწული
შეეცადეთ დღეს ახლოს იყოთ წყალთან. თქვენ დასვენება გჭირდებათ, სასურველია თუ ბასეინზე წახვალთ. წყალთან სიახლოვე გაგიუმჯობესებთ ხასიათს და დადებით განწყობას შეგიმნით. შეეცადეთ რაც შეიძლება კარგად დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოდ, კარგი იქნება სუფთა ჰაერზე თუ გახვალთ 

სასწორი
დღევანდელი დღის გატარება სასურველია ოჯახის წრეში. საოჯახო საქმით დაკავდით, დაალაგეთ, გააპილასოსეთ, ჭურჭელი დარეცხეთ. კარგი იქნება მაღაზიებში გავლა, ვახშმის მომზადება მთელი ოჯახისათვის. შეეცადეთ სამსახურის პრობლემებს ნუ მოახვევთ შინაურებს, შეიკავეთ ემოციები და მალე ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. 

მორიელი 
დღეს სასურველია გამონახოთ დრო და საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ. ნუ გადაიტვირთებით და არ დაგავიწყდეთ დროულად და სრულფასოვნად ისადილოთ, საკმარისია ისედაც მთელი კვირა ბუტერბროდებზე და ყავაზე გაატარეთ. თქვენს ორგანიზმს რძის პროდუქტები და ხილი მოუხდება. 

მშვილდოსანი 
მიუხედავად დატვირთული დღისა შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისთვის, მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას. ფიზიკური დატვირთვა, სპორტული ვარჯიში წაგადგებათ, აგრეთვე მნიშვნელოვანია დღეს კარგი განწყობის შენარჩუნება. საღამოს შეეცადეთ ცოტა ხნით მაინც მოდუნდეთ და დაისვენოთ.. 

თხის რქა
დღეს ნებისმიერი კამათი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება, ოღონდ, ნუ წახალისდებით და უსაფუძვლოდ ნუ წამოიწყებთ მას. იყავით ფორმაში. თქვენი ოცნების ქალი (მამაკაცი) თქვენით ინტერესდება. თუ ვინმეს ერთგული ხართ, თქვენი ერთგულება დღეს ნამდვილად დაფასდება.. 

მერწყული 
დღეს თავი ძალიან კარგად უნდა იგრძნოთ, ამიტომ კარგი იქნება თუ დილას დუშით და გემრიელი საუზმით დაიწყებთ. მოერიდეთ ნერვიულ სიტუაციებს, შეეცადეთ დღე დადებით გარემოში გაატაროთ. საღამოს სასურველია მეგობრების გარემოში გაატაროთ ან სასიამოვნო წიგნი წაიკითხოთ. 

თევზები
სასიყვარულო ატმოსფეროში იმყოფებით, თქვენ მიერ გაკეთებულ სასიკეთო საქმეებს დიდი ინტერესითა და აღფრთოვანებით დაუწყებენ და სწორად შეაფასებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები