1 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 სექტემბერს მარნეულის „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ ახალციხე უმასპინძლებს

6 სექტემბერს, მესხური ფესტივალის ფარგლებში ახალციხე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ „მწნილისა და მურაბის ფესტივალს“ უმასპინძლებს. ღონისძიება ახალციხის (რაბათის) ციხის ტერიტორიაზე გაიმართება.
ფესტივალზე ადგილობრივ მცხოვრებთან ერთად, ქალაქის სტუმრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას. „მწნილისა და მურაბის ფესტივალის“ ფარგლებში მოეწყობა მწნილისა და მურაბის კუთხეები, სადაც სტუმრებს „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ უგემრიელესი და ქართულ ნედლეულზე დამზადებული მწნილისა და მურაბის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ფესტივალზე „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ პროდუქცია სპეციალურ ფასადაც გაიყიდება.
ფესტივალს გახსნის და მუსიკალურ პროგრამას წაიყვანს ფოლკლორული ანსამბლი „მოძახილი“. ბავშვები კი ტკბილ და ამავე დროს ზღაპრულ სამყაროში გადაინაცვლებენ, სადაც მათ ტკბილეული და საყვარელი ზღაპრის გმირები ელოდებათ. ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ოჩოფეხებიანი ანიმატორები და ქუჩის თეატრის მსახიობებიც გაართობენ.
პირველად მარნეულის სასურსათო ქარხნის „მწნილისა და მურაბის ფესტივალი“ 2013 წელს თბილისში, „თბილისობის“ დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა. წელს, ღონისძიებამ სტარტი ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბახამაროში აიღო. ფესტივალი დაემთხვა ტრადიციულ დოღს, რომელიც ყოველ წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება. ფესტივალში მონაწილეობა ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად, ცხენოსნობის მოყვარულებმა, ბახმაროს სტუმრებმა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სპორტული საზოგადოების წარმომადგენლებმა მიიღეს. 1-2 სექტემბერს კი ბათუმობის დღესასწაულის ფარგლებში ფესტივალს ბათუმმა უმასპინძლა.
ფესტივალი საქართველოს 10 დიდ ქალაქში გაიმართება. 7 სექტემებრს გორი, 13 სექტემბერს ოზურგეტი, 14 სექტემბერს ზუგდიდი, 20 სექტემბერს სამტრედია, 21 სექტემბერს ქუთაისი, 27 სექტემბერს გურჯაანი, 28 სექტემბერს თელავი უმასპინძლებს. ფესტივალი ტრადიციულად, ოქტომბერის დასაწყისში დედაქალაქში, „თბილისობის“ დღესასწაულზე დასრულდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები