1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ბარაქის ღვთისმშობლის ლოცვა


ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო ღმრთისმშობელო, ყოვლადმოწყალეო დედოფალო ცისა და ქუეყანისაო, ყოველთა ქრისტიანეთა სახლთა და ოჯახთა კეთილად წარმმართებელო, კურთხევაო მშრომელთაო, სიმდიდრეო დაულევნელო ჭირვეულთაო, გამომზრდელო ობოლთა და ქვრივთაო და კაცთა ყოველთაო; მშობელო ყოვლისა სოფლისა მზრდელისაო და ურჩთა ჩუენთათვის ნაყოფისა მომნიჭებელო; შენ, დედოფალო, გარდამოავლინე დედობრივი კურთხევაი ეგე შენი ქალაქთა, დაბათა და ყანობირთა და თითოეულსა სახლსა ჩუენსა ზედა, რომელნი სასოებასა ჩუენსა დავსდებთ შენ ზედა და ღმრთისმოსაობრივითა ძრწოლითა და შემუსრვილებითა გულისათა სიმდაბლით გევედრებით შენ: გვეყავ ჩუენ, უღირსთა და ცოდვილთა მონათა შენთა, ბრძნად განმმართებელად სახლთა ჩუენთა, კეთილად წარმმართებელად ცხოვრებისა ჩუენისა. დაიცევ კეთილად სახლი და ოჯახი ყოველი ღმრთისმოსაობითა და მართლმადიდებლობითა, ერთითა ზრახვითა და მორჩილებითა. გამოზარდენ უპოვარნი და გლახაკნი, მწე ექმენ მოხუცებულთა, ყრმანი აღზარდენ და ყოველნი განსწავლენ გალობასა შინა უფლისა მიმართ. პური ჩუენი არსობისა მომეც ჩუენ დღეს. დაიცევ, ყოვლადწმიდაო დედაო, ერი შენი ყოვლისაგან ჭირისა, სნეულებისა, სიყმილისა, კლვისა, სეტყვისა, ცეცხლისა და ყოვლისა ბოროტისა ვითარებისაგან და მშვიდობაი და წყალობაი დიდი ითხოვე სავანეთათვის ჩუენთა და სახლთა და ოჯახთათვის და ყოვლისა სულისა ქრისტეანისათვის და ყოვლისა ერისა ჩუენისათვის, რაითა გადიდებდეთ შენ, ყოვლადმოწყალესა მზრდელსა ჩუენსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები