1 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამხედრო ნაწილში წვევამდელი გარდაიცვალა,დაღუპულს ჭრილობები თავის არეში აქვს მიყენებული

სამხედრო ნაწილში წვევამდელი გარდაიცვალა. დაღუპულს ჭრილობები თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ასანიძე სამხედრო ნაწილის მორიგემ იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული. წვევამდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.

1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები