1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ალასანიას ცოლი ,,ამდენი მკვლელობა, რაც მხოლოდ ამ ერთ კვირაში მოხდა, ნიშნავს, რომ.. "



საქართველოს თავდაცვის მინისტრის მეუღლე ნათია ფანჯიკიძე „facebook"-ზე გუშინ ქალაქში მომხდარ მკვლელობებს ეხმაურება. მისი განცხადებით, ნეგატიურ ტენდენციებს ყველა ერთად აძლიერებს, ზოგი ლანძღვით, ზოგი ტყუილით, ზოგი ცილისწამებით"

სსრკ-ს დროს, თითქოს მშვიდ და უზრუნველ ბავშვობას რომ ვიხსენებთ, მაშინაც ხდებოდა ჯგუფური და საზარელი მკვლელობები, მაგრამ ამდენი ალბათ არა. დამოუკიდებლობის დღიდან ხან პიკს აღწევდა ერთმანეთის ხოცვის (რეალიზებული) სურვილი, ხან ოდნავ იკლებდა, მათრახის ქვეშ და არა ფსიქიკური ბალანსის აღდგენის გამო, მათრახთან ერთადაც კი არ იკლებდა და ქრებოდა, ლეგალური ხდებოდა, ლამის ყველა ოფიციალურად იარაღიანი პირის ექსკლუზივი იყო წამება და კვლა... ყოველ უბანში უნდა გაკეთდეს უფასო სპორტული დარბაზი, ხელოვნების კლასი არტთერაპიის ელემენტებით უნდა დაინერგოს უფროს კლასებში, ლიტერატურის პროგრამა უნდა დაიგეგმოს არა მაინცდამაინც მაღალი დონის ლიტერატურული ნაწარმოებებით, არამედ იმ წიგნებით, რომელიც უკეთესს ხდის ადამიანს, თუნდაც ყველაზე პრიმიტიული ხერხებით.. უნდა მოხდეს სკოლებშივე მაღალკვალიფიციური პათოფსიქოლოგიური დიაგნოსტიკა, უნდა მიდიოდეს ჯანმრთელი ცხოვრების ინტენსიური პროპაგანდა და ნაბიჯები ყოველ დღე იდგმებოდეს ამის ცხოვრებაში გადატანისთვის. რაც მთავარია, როგორმე უნდა შეიგნოს საზოგადოებამ, რომ ნეგატიურ ტენდენციებს ყველა ერთად აძლიერებს, ზოგი ლანძღვით, ზოგი ტყუილით, ზოგი ცილისწამებით, უნდობლობის, შურის, განადგურების შინაგანი მოთხოვნილების დემონსტრაციით... სოციალურ ქსელშიც კი იოლად აღსაქმელია, რა ჯოჯოხეთურ ფსიქოლოგიურ ველში შეიძლება ყავდეს რომელიმე ოჯახის წევრს ახლობელი ადამიანები, როცა სამყაროდან მხოლოდ ნეგატიური მოვლენის შერჩევა შეუძლია და ამაზე პათოლოგიურად დაფიქსირება. ფაქტია, რომ შველა გვჭირდება.. ამდენი მკვლელობა, რაც მხოლოდ ამ ერთ კვირაში მოხდა, ნიშნავს, რომ ძალიან ავად ვართ. მხოლოდ პოლიცია ვერ დაიცავს საზოგადოებას, მითუმეტეს, ვერ უმკურნალებს.. აპათიური მდგომარეობიდან საკუთარი თავის (საზოგადოების) გამოყვანა ყველას ერთობლივი მიზანი უნდა იყოს."
 



 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები