1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატახტარის ლუდის ფესტივალი ფოთში!!!

23-24 აგვისტოს, 17:00 საათიდან, ფოთი ქალაქის  ცენტრალურ პარკში „ფოთის  ლუდის ფესტივალს“ უკვე მეორედ უმასპინძლებს. ევროპისადა ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარია“. ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის  ფასია 1.50 ლარი.გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.ფოთშიც, ბათუმში, ქუთაისში, გორში, თელავში, რუსთავისა და თბილისის ანალოგიურად ფესტივალს „შავფაროსნები“ გახსნიან. „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს გაართობენ მრავალფეროვანი თამაშებით.წლევანდელ ფოთის ლუდის ფესტივალზე,ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯფუფები. მათ შორის,  ფრანი, რეგიონი, დავით ილურიძის ბენდი, Latino Boys, ჩიჩო, ანი კეკუა ბენდთან ერთად, გიორგი ტიგინაშვილი, ჯგუფი ყველა.წელს ფოთის ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“,„მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“. ნატახტარმა  ლუდის  ფესტივალი ტრადიციულად, რეგიონის სხვა დიდ ქალაქებში   გამართა. მან სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო,სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ  გაიმართა.ფესტივალს  26-27 ივლისს თელავმა უკვე უმასპინძლა.2-3 აგვისტოს გორმა, 9-10 აგვისტოს ბათუმმა, 16-17 აგვისტოს ქუთაისმა, ფესტივალი23-24 აგვისტოს ფოთში გაიმართება, ხოლოდ  30-31 აგვისტოს ზუგდიდში დასრულდება.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები