1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნატახტარის ლუდის ფესტივალი ქუთაისში!!!

16 და 17 აგვისტოს  ქუთაისში,  ბალახვანის 100 საფეხურიან კიბესთან, ნატახტარი
წარმოგიდგენთ  ქუთაისის ყოველწლიურ ლუდის ფესტივალს KUTAISI BEER FEST 2014! ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი ტრადიციულად კომპანია„ნატახტარია“.ფესტივალის ბარი არის საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის  ფასია 1.50 ლარი.გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის.ქუთაისშიც, ბათუმის, გორის, თელავის, რუსთავისა და თბილისის ანალოგიურად ფესტივალს „შავფაროსნები“ გახსნიან. „ნატახტარის ლიმონათის“ კუთხეში ანიმატორები ბავშვებს გაართობენ მრავალფეროვანი თამაშებით.წლევანდელ ქუთაისის ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ პოპულარული მომღერლები და ჯგუფები. მათ შორის,  Latino Boys, დავით ილურიძის ბენდი, რეგიონი, გობლინები, The Jetbird,ჯგუფი ყველა, ანი კეკუა და ფრანი. წელს ქუთაისის ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“,
„მთიელი“, „ეფესი“ და „კაიზერი“.
ნატახტარი ლუდის  ფესტივალს ტრადიციულად,
რეგიონის სხვა დიდ ქალაქებშიც   გამართავს.
მან სტარტი რეგიონისკენ რუსთავში აიღო, სადაც ლუდის ფესტივალი უკვე მეორედ  გაიმართა. ფესტივალს  26-27 ივლისს თელავმა უკვე უმასპინძლა, 2-3 აგვისტოს
- გორმა, ხოლო 9-10 აგვისტოს - ბათუმმა. ფესტივალი 16-17 აგვისტოს ქუთაისში, 23-24
აგვისტოს - ფოთში, 30-31 აგვისტოს ზუგდიდში გაიმართება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები