1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

„ადვოკატთა ალიანსი“ მოქალაქეთა უფასო იურიდიული მომსახურების პროექტს იწყებს!

2014 წლის 18 აგვისტოდან,
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსი“ , „ბიზნესისა და სამართლის ინოვაციურ ცენტრთან“ ერთად საყოველთაო პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებშიც, თბილისში, ორგანიზაციის ოფისში მისული ნებისმიერი მოქალაქე უფასო იურიდიულ კონსულტაციას მიიღებს. დღეს კი გაიმართა პრესკონფერენცია,სადაც ადვოკატთა ალიანსის“ თავჯდომარე, მამუკა მდინარაძე და ადვოკატთა ალიანსის წევრები ჟურნალისტების  შეკითხვებს პასუხობდნენ თავად პროექტის მიზანია,
მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს იურიდიული დახმარება, საჭირო მომსახურებით უზრუნველყოს ის ადამიანები, ვისაც ეკონომიური თუ სხვა  პობლემებიდან გამომდინარე სამართლებრივი კონსულტაციით სარგებლობა არ შეუძლიათ.
აღნიშნული პროექტი მოქალაქეთა შეკითხვებზე სამართლებრივი პასუხის გაცემას, განცხადების, სარჩელის, საჩივრის, შესაგებლისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის  შედგენას, განსაზღვრულ შემთხვევებში კი, სასამართლოში წარმომადგენლობასაც უზრუნველყოფს.  იურისტები მოქალაქეებს ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სისხლის სამართლის სფეროში მისცემენ რჩევებს.საჭიროების შემთხვევაში მოხდება საქმის მასალების დატოვება და დამუშავება ორგანიზაციის ადვოკატებთან ერთად. მიმდინარეობს მოლაპარაკება თბილისის მერიასთან პროექტის მხარდაჭერის თაობაზე მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით. პროექტს იურიდიული კომპანია
LCG („ლიგალ კონსალტინგ გრუპი“) აფინანსებს. მოქალაქეები უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე, „ადვოკატთა ალიანსის“ ოფისში შეძლებენ,რომელიც თბილისში,  პეკინის 29 ნომერში მდებარეობს.  
„ადვოკატთაალიანსის“ შესახებ:
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადვოკატთა ალიანსი“ 2014
წლის 4 მარტს ჩამოყალიბდა და იგი საქართველოს მოწინავე, პროფესიონალ ადვოკატებს აერთიანებს. ალიანსის მიზანი სხვადასხვა აქტივობების საშუალებით ადამიანის უფლებათა დაცვა,სამართლებრივი შეგნებისა და ადვოკატის საპატიო როლის ამაღლებაა. „ადვოკატთა ალიანსი დღითიდღე ავითარებს თავის შესაძლებლობებს ხალხის უფლებების, მათი ბიზნესისა და პოზიციების დასაცავად. ადვოკატთა ალიანსის მისამართია:
პეკინის ქ. 29, ტელ: 2250 850კომპანია LCG-ს შესახებ: იურიდიული კომპანია LCG (“ლიგალ კონსალტინგ გრუპი”) ოთხი წარმატებული იურიდიული კომპანიის - სპს “თბილისის იურიდიული ცენტრის”, სპს “მდინარაძე და პარტნიორი ადვოკატების”, შპს “ფი ელ სი“-სა და “მედიაციის  ცენტრის” თანამშრომლების გაერთიანების შედეგად შეიქმნა. ორგანიზაციას საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალკვალიფიციური ადვოკატი, მამუკა მდინარაძე უდგას სათავეში, რომელიც საადვოკატო საქმიანობას მრავალწლიანი საგამოძიებო პრაქტიკის შემდეგ, 2005 წლიდან ეწევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები