1 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

სკანდალი :რამდენიმე წუთის წინ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე სკანდალური ჩვენება მისცა

სანდრო გირგვლიანის საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული, კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი თავს დამნაშავედ გრძნობს და საკუთარ ბრალს აღიარებს - ამის შესახებ მელნიკოვმა, დღეს საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცეზე განაცხადა. მელნიკოვმა დეტალურად აღიდგინა შარდენ ბარში მომხდარი ინციდეტი, მისი განცხადებით დათა ახალაიამ, თაკო სალაყაიას თხოვნით აიყვანა ბუხაიძე და გირგვლიანი ოქროყანაში „ თაკოს ელაპარაკებოდა დათა, ვარაცამ შემაწუხაო, ახალაიამ დაიწყო რეკვა, დონაძის ტელეფონით ალანაისთნ და მეტრეველთან. ახალაიმ დამანახა ორი პიროვნება გადიო მეტრევლი ნახეო და მაჩვენა ორი ბიჭი“,- ყვება მელნიკოვი და იმ მოვლენებსაც იხსენებს, რომელიც მას შემდეგ განვითარდა რაც ოქროყანაში განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის, ტელევიზიის საშუალებით გახდა ცნობილი. მელნიკოვის განცხადებით დათა ახალაიამ, ზურაბ ადიშვილისგან მიიღო პირობა, რომ კუდის მაღალჩინოსნებისთვის სასჯელი არ იქნებოდა მკაცრი. მელნიკოვის თქმით ამის შემდეგ დათა ახალაიამ მაშინდელი პრეზიდეტისგანაც მიიღო პირობა რომ მკვლელობისთვის დაკავებულებს ამნისტია შეეხებოდა. პირველი რადიო

კომენტარები

მსგავსი სიახლეები