1 5 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

6 სამოსი,რომელიც თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედებს

1- მძიმე საყურეები- როდესაც საქმე საყურის შეძენამდე მივა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ მძიმე საყურემ შესაძლოა თქვენი ყურის ბიბილოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. ის შესაძლოა ძალიან ლამაზია, მაგრამ დიდი რისკია გამოიწვიოს კანის ჩამოწელვა. უკიდურეს შემთხვევაში კი ბიბილო შესაძლოა შუაზეც გაიყოს და თუ მისი გამთელება მოგინდებათ ამას მხოლოდ ქირურგიული ჩარევით თუ მოახერხებთ. 2- ”შლოპანცები”- ძალიან პოპულარულია ზღვის სანაპიროზე. ასეთი სახეობის ჩუსტმა შესაძლოა გამოიწვიოს მუხლის, ტერფის,ქუსლის ტკივილი. ეცადეთ მათ გამოყენებას ყოველდღიური ხასიათი არ მისცეთ. თუნდაც სახლის, ოთახის ჩუსტებად გამოიყენეთ ოდნავ მაღალძირიანი მათგანი. 3- იაფფასიანი სამკაულები- ალერგიული ადამიანები მათ განსაკუთრებით უნდა უფრთხილდნენ, რადგან ასეთი სამკაულების დამზადებაში ცუდი მინარევებია გარეული, რომელთაც შესაძლოა კანის დაზიანება გამოიწვიონ . იმის გარდა, რომ თქვენ შესაძლოა არაკომერციული ეკოლოგიის მსხვერპლი გახდეთ, რამდენიმე ანალიზმა უკვე აჩვენა, რომ იაფფასიან სამკაულთა უმრავლესობა მომწამლავ ტოქსინებს შეიცავს. განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდეთ ბავშვთა ნივთებს. 4- ”ბანდაჟი”- ცნობილია, რომ ის სხეულს შესანიშნავ ფორმას აძლევს, თუმცა თუ ის ძალიან მჭიდრო, შესაძლოა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი სერიოზული პრობლემებიც გამოიწვიოს, როგორიცაა ნერვის დაზიანება, კანის სტრუქტურის დაზიანება, სოკოვანი ინფექციების განვითარება, კუჭისა და შარდის ბუშტის პრობლემები, სუნთქვითი შეფერხებები და ა.შ. ამიტომ ეცადეთ ყოველთვის შეიძინოთ საშუალო სიმჭიდროვის ”ბანდაჟი”. 5- მაღალი ქუსლი და მჭიდრო ფეხსაცმელი თქვენი ტერფის სტრუქტურას მნიშვნელოვნად დააზიანებს. ამან შესაძლოა წონასწორობის პრობლემებიც შეგიქმნათ, რამაც მუხლებისა და ფეხების სისუსტე გამოიწვიოს. მაღალი ქუსლების ინტენსიურმა გამოყენებამ შესაძლოა კუნთოვანი ქსოვილი მოადუნოს, რასაც შედეგად სპაზმიც მოჰყვეს. 6- საყელო/ჰალსტუხი- შესაძლოა არც გიფიქრიათ მათ მავნე ზეგავლენაზე, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ მჭიდრო საყელომ შესაძლოა სიმსივნე წარმოქმნას. ძალიან მოჭერილმა ჰალსტუხმა კი სისხლის მიმქოცევა შეაფერხოს და ტვინს საკვები აღარ მიაწოდოს. dainteresdit.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები