1 5 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა კავშირი აქვს ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობის გამოძიებასთან ნინა წკრიალაშვილს

გავრცელებული ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახმა დამოუკიდებელი გამოძიების საქმეში დახმარება მომღერალ ნინა წკრიალაშვილს სთხოვა. საქმე იმაშია, რომ ნინა წკრიალაშვილს R კლასის „მერსედესი“ ჰყავს, ზუსტად ისეთი, როგორიც ეროსი კიწმარიშვილს ჰყავდა. „Ambebi.ge“-სთან საუბარში ნინა წკრიალაშვილმა ინფორმაცია დაადასტურა. „ჩემი მანქანა უნდოდათ მათ გამოძიებისთვის და ამაზე უარს როგორ ვეტყოდი? მაგრამ გადაღება ჯერ ვერ მოხერხდა, რადგან იმ პერიოდში მომიწია ქალაქიდან გასვლა. როცა გავიგე, რომ ეროსი კიწმარიშვილი გარდაიცვალა, პირველივე წუთებიდან ვიფიქრე, რომ ის მოკლეს და ამიტომაც დავთანხმდი ოჯახს. თუ ადამიანებმა მანამდე არ მივიჩნიეთ პრობლემა, პრობლემად, სანამ საკუთარ თავზე გამოვცდით, გულგრილები და მშიშრები ვიქნებით, ყოველთვის მოგვკლავენ, დაგვიჭერენ, დაგვამონებენ და ასე შემდეგ. ასე რომ, არ მეშინია... ვერ ვიტყვი, რომ მე და ეროსი მეგობრები ვიყავით, მაგრამ სტამბულის აეროპორტში შემხვდა ერთხელ, შემთხვევით მოვხვდით ტრანზიტზე და დაახლოებით 1 საათი ვისაუბრეთ. ძალიან დადებითად ვიყავი განწყობილი მის მიმართ. ძალიან დამწყდა გული და იმედი მაქვს გაიხსნება ეს საშინელი მკვლელობა,“ - განაცხადა მან. fmabkhazia.com

კომენტარები

მსგავსი სიახლეები