1 5 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„წყალი მარგებელი“ დიაბეტით დავადებული მოზარდების დასახმარებლად

4 აგვისტოს, ამერიკული არასამთავრობო ჰუმანიტარული ორგანაიზაცია „ექთს ჯორჯიას“ ეგიდით დიაბეტით დაავადებული 50-მდე მოზარდი კახეთში გამაჯანსაღებელ საზაფხულო ბანაკში გაემგზავრა. ისინი ორი კვირის განმავლობაში ექიმებისა და „ექთს ჯორჯიას“ წარმომადგენლების მეთვალყურეობის ქვეშ ყვარელში, საპატრიარქოს გიმნაზიის შენობაში იცხოვრებენ და გაერთობიან თანატოლებთან ერთად. უკვე მეხუთე წელია, რაც დიაბეტურ ბანაკს სპონსორობას უწევს კომპანია „წყალი მარგებელი“ და ყოველწლიურად უსასყიდლოდ გადასცემს ამ ხნის განმავლობაში საჭირო რაოდენობის ნაბეღლავისა და ბახმაროს წყალს. მოზარდები ბანაკში „ექთს ინტერნეიშენალის“ პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერმა , „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა გურამ ამირიძემ, აშშ-ს საელჩოს, ჯანმრთელობის დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლებმა თავად გააცილეს. მათ გაწეული დახმარებისთვის „წყალი მარგებელს“ მადლობა გადაუხადეს და ხაზის გაუსვეს კომპანიის წვლილს აღნიშნულ საქმეში. „ძალიან დიდი მადლობა „წყალი მარგებელს“ გაწეული დამხარებისთვის. საკმაოდ დასაფასებელია როცა ასეთ საქმეში ბიზნესიც ერთვება. მეხუთე წელია მათ თანადგომას ვგრძნობთ. ყოველწლიურად ბანაკი მინერალური წყლით მარგდება, რომელიც ასე ძალიან უყვართ პატარებს და აჯანსაღებთ მათ,“ - აღნიშნა „ექთს ჯორჯიას“ ვიცე-პრეზიდენტმა პატრიცია ბლეიერიმ. „კომპანიისთვის არსებობის განმავლობაში მუდმივად აქტუალური იყო სოციალური პასუხიმგებლობის თემა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მხარდაჭერა.. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ და გაკვეული წვლილი შევიტანოთ ასეთ მნიშვნელოვან საქმეში და დავეხმაროთ დიაბეტით დაავადებულ მოზარდებს. „წყალი მარგებელი“ მომავალშიც აქტიურად ეცდება ყოველივე მსგავსი ინიციატივის მხარდამჭერი და წამახალისებელი იყოს“ - აცხადებს კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ჟიჟკო. ექთს ჯორჯია საქართველოში დარეგისტრდა 1992 წლის 22 სექტემბერს. ექთს ჯორჯია ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს რესპუბლიკის მთავრობებს შორის ჰუმანიტარული და ტექნიკურ-ეკონომიკური დახმარების შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. 1995 წლიდან საქარტველოში ყოველ ზაფხულს ტარდება გამაჯანსაღებელი ბანაკი დიაბეთით დაავადებული ბავშვებისთვის. ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით. ”ბახმარო -კავკასიური წყარო” მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები