1 5 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ნუ იქნებით მიმნდობი და ნუ ენდობით გარშემო მყოფებს სიტყვაზე. მოერიდეთ უცნობებთან გულახდილობას და მათთვის ფულის სესხებას. კურო კარგი დღეა დოკუმენტებთან სამუშაოდ. ინფორმაციის მოსაძიებლად, საბუთების შესავსებად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. განიხილეთ ახალი პროექტები. ტყუპი დამატებითი სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. ამასთანავე, სტრესულ სიტუაციაში მოგიწევთ ყოფნა და მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინო, რომ გარშემო მყოფებთან არ იკამათოთ. კირჩხიბი ზედმეტად ემოციური და კრიტიკული ხართ. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კონფლიქტებისგან. აგრეთვე, მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას საყვარელ ადამიანთან. ლომი ახალი საქმეების შესრულებისას გვერდით გამოცდილი ადამიანები იყოლიეთ. მეტი პრინციპულობა და გამბედაობა გმართებთ და - ნაკლები ემოციურობა. ქალწული კარგი დღეა დოკუმენტების შესაგროვებლად, საბუთების გასაფორმებლად. სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობისთვის. აგრეთვე დადებითი იქნება ბანკირებთან და იურისტებთან შეხვედრა და კონსულტაცია. სასწორი კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის; სხვა სფეროში კი ნაკლები ინიციატივა გამოიჩინეთ და დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. მორიელი იღბალი სიურპრიზს გთავაზობთ. სამსახურის საქმეებს კი პირად ცხოვრებაში მომხდარი სასიამოვნო ცვლილებები დაჩრდილავს. მშვილდოსანი ზედმეტად მგრძნობიარე ხართ. ემოციებმა შეიძლება გამოუსწორებელი შეცდომები ჩაგადენინოთ. მაქსიმალურად მოერიდეთ თავგადასავლებსა და სარისკო ქმედებებს. თხის რქა კარგად გაანალიზეთ რისი მიღწევა გსურთ და ამოქმედდით. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მოშურნეებისა და კონკურენტების კომენტარებს. მერწყული კარგი დღეა ოჯახური ურთიერთობების დასარეგულირებლად. საოჯახო და სანათესავო საკითხების მოსაგვრებლად. გარშემო მყოფების დახმარება განწყობას გაგიუმჯობესებთ. თევზები გამოაჩინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. მეტად იაქტიურეთ. ნუ გადადებთ მომავლისთვის იმ საქმეებს, რომელთა შესრულებაც დღეს შეგიძლიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები