1 5 : 1 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი ეს დღე ისეთი მშვენიერი იქნება, რომ ხშირად და კარგად გაიხსენებთ ზამთრის დღეებში. გაატარეთ დღევანდელი საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად. კურო ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. ისეთი ხალხისგან მიიღებთ რჩევა-დარიგებას, ჭკუის სწავლებას, ვისგანაც ფიქრობთ რომ არ გჭირდებათ, მაგრამ კარგად დაფიქრდით არ გჭირდებათ? ტყუპები ნებისმიერ სიტუაციაში საკუთარი თავის იმედი უნდა იქონიოთ. დღევანდელ დღეს საინტერესო შეხვედრა გელით, შეიძლება ახალ პროექტშიც მიიღოთ მონაწილეობა.დღის მეორე ნეხევარში კონფლიქტურ სიტუაციას მშვიდობიანი გზით მოაგვარებთ. იყავით უფრო მიზანდასახული და პრინციპული. ფულის პრობლემა არ გექნებათ. პირად ცხოვრებაში სიახლეა. კირჩხიბი ფრთხილად მოეპყარით საქმიან ქაღალდებს. თუ უპასუხისმგებლობას გამოავლენთ, სამსახურში პრობლემები აუცილებლად შეგექმნებათ. დღეს თქვენ მიმართ ზედმეტად აგრესიულები იქნებიან ის ადამიანებიც, ვინც პატივს გცემთ. ლომი ელოდეთ პერსპექტიულ წინადადებას. სამსახურში მალე დაგაწინაურებენ და გექნებათ პროფესიული წარმატებები. თქვენი პრესტიჟი გარშემომყოფებში შესამჩნევად გაიზრდება. მოგემატებათ ხელფასი. საღამოს გელით სიურპრიზი. ქალწული თქვენი აქტიურობა ამ დღეს მაქსიმუმს მიაღწევს. კარგი იქნება, თუ იმიჯს შეიცვლით. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტური სიტუაციების ალბათობა იზრდება, ამიტომ აკონტროლეთ სიტყვები. სასწორი წარმატებული დღე გელით. საქმეები კარგად წაგივათ. თუ მეგობრების დახმარებაზეც არ იტყვით უარს, ნებისმიერ საქმეს ადვილად მოაგვარებთ. ყურადღება გაამახვილეთ პროფესიულ საკითხებზე. საღამო თქვენთვის საინტერესო საზოგადოებაში გაატარეთ. კარგი იქნება, თუ მხიარულ წვეულებას მოაწყობთ. რადიკალურ ნაბიჯებს ერიდეთ. მორიელი ახალი თავგადასავლები გეოდებათ. საღამოს მეგობრებთან ერთად წადით ქალაქგარეთ. ასეთი დასვენება განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და მეორე დღეს ენერგიული იქნებით. მშვილდოსანი დღევანდელ დღეს ახალი ნაცნობობა თქვენს ცხოვრებას საინტერესოს გახდის, ყურადღების ცენტრში ადვილად მოექცევით. ეცადეთ ეს კოზირი სასიკეთოდ გამოიყენოთ. თხისრქა მაღალია მოტყუების ალბათობა. იყავით ფრთხილი, ყველა მიღებული ინფორმაცია საგულდაგულოდ გადაამოწმეთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ცვლილებები სჯობს მოგვიანებით დაგეგმოთ. ახალი იდეებისთვის, გეგმების დასახვისთვის შესაფერისი დღეა. მერწყული ეცადეთ ახალი იდეები დღევანდელ დღეს არ განახორციელოთ. ნუ იქნებით ეგოისტი. ასაკოვანი ნათესავების მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინეთ. თევზები დღეს ურთიერთობაში მეტი გულგრილობა და ხალისიანობა გმართებთ. საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში დაგეხმარებათ გამძაფრებული ინტუიცია. ეცადეთ ფიიზიკურად არ გადაიტვირთოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლოა საყვარელი ადამიანისგან სასიამოვნო შემოთავაზება მიიღოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები