1 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

23 ივლისს, 18:00 საათზე, ქუთაისის თიბისი გალერეაში გურამ თიკანაძის ფოტოგამოფენა იხსნება!

გურამ თიკანაძე – ლეგენდარული მთამსვლელი და ფოტოგრაფი, 1963 წელს ტრაგიკულად დაიღუპა სვანეთში, შხარადან დაშვების დროს.მაშინ იგი მხოლოდ 31 წლისა იყო. გურამ თიკანაძე ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მისი შემოქმედებითი თვითდამკვიდრება დაემთხვასაბჭოთა დროის ე.წ. “დათბობის” პერიოდს, როდესაც ახალგაზრდა ფოტოგრაფები შეგნებულად უარს ამბობენ ინსცენირებულიფოტოგრაფიის კანონებზე, “თავისი დროის” მშრალ ფიქსაციაზე და თამამად ამკვიდრებენ რეპორტაჟულ ფოტო. ხვალიდან ქუთაისელ დამთვალიერებელს ექნება უნიკალური შანსი, ნახოს ეს არაჩვეულებრივი ფოტოგამოფენა ქუთაისის „თიბისი გალერეაში“! მისამართი: აღმაშენებლის მოედანი 2, თიბისი ბანკი გთხოვთ, მობრძანდეთ!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები