ალექსი პეტრიაშვილის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა...
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
|
ნონა დათეშიძე როცა ადამიანი სასოწარკვეთილებაში ვარდება და ფიქრობს, რომ სამყარო მის წინააღმდეგაა მომართული, მხოლოდ მაშინ იწყებს გამოსავლის ძიებას. ბევრს არ სჯერა უარყოფითი ენერგიებისგან თავდაცვის საშუალებების, ნეგატიური ზემოქმედების უდიდესი ძალის, თუმცა ამ სამყაროში ყველაფერი ხდება და ნებისმიერი სიტუაციისთვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი გიული, უკვე წლებია, საქართველოდან შორს ცხოვრობს და წელიწადში მხოლოდ ერთხელ ესტუმრება ხოლმე თბილისს. თუმცა, როგორც თავად ამბობს, აქ ჩამოსვლისას უამრავი ნაცნობ-მეგობარი აკითხავს და შექმნილი რთული სიტუაციიდან დახსნას და თავდაცვას სთხოვს. გიული: მიკვირს მათი, ვინც მხოლოდ სასოწარკვეთილებაში ჩავარდნის შემდეგ ცდილობს, იპოვოს შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი და დაიცვას თავი. არადა, ასე სწორედ მაშინ უნდა მოიქცეთ, როცა დაცულიცა ხართ და წარმატებულიც. ბევრს არ სჯერა თილისმის მაგიური ძალის, თუმცა სასწაულები მაინც ხდება და, როცა ამ სასწაულის მომსწრენი ხდებიან, მხოლოდ მაშინ თუ დაფიქრდებიან, რა მოხდა მათ თავს. დამიჯერეთ, თილისმის ტარება ყოველთვის საჭირო და აუცილებელია, რომ თავი უსაფრთხოდ, ჯანმრთელად და დაცულად იგრძნოთ. ზოგ ლითონს თილისმის ძალა და სამკურნალო თვისებები გააჩნია. – თუ ადამიანი წარმატებულია, არც ბედს უჩივის და მაინცდამაინც არც, მოუგვარებელი პრობლემები აწუხებს? – ზუსტად ამას ვამბობ: თილისმა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა ატაროთ, როცა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს ვეღარ პოულობთ და, რომ იტყვიან, ხავსს ეჭიდებით, არამედ მაშინ, როცა თავს კარგად გრძნობთ და ბედსაც არ უჩივით. თილისმა ბედნიერების დასაცავად უნდა ატაროთ და არა პრობლემებისგან თავის დასახსნელად. აბა, დაფიქრდით, რატომ ჰქონდათ ადრეულ საუკუნეებში ყველა ოჯახში ძვირფასი ლითონის ჭურჭელი? რატომ მიირთმევდნენ მოოქრული ან მოვერცხლილი ლანგრებიდან საკვებს და თვლებით მოჭედილი ძვირფასი ლითონების სასმისებიდან – სითხეს? ან, რატომ ხმარობდნენ ვერცხლის ან ოქროს დანა-ჩანგალს? იმიტომ, რომ, უნიკალური ენერგეტიკული დამცავი თვისებების გარდა, მათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაც შეუძლიათ და ავი თვალისა და ბოროტი მზერისგან დაცვაც. – ძველად უბრალო რკინისგან დამზადებული სამკაულების ტარებაც იყო მიღებული. მას თუ გააჩნია მსგავსი დამცავი თვისებები? – კარგი კითხვაა, რადგან, ბევრმა არ იცის, რომ უბრალო რკინის სამკაულიც კი, გარშემო მყოფების აგრესიისა და ავი ზრახვებისგან კარგი დამცველია. მაგრამ, აქვე გეტყვით, რომ რკინის სამკაულების ტარება ყველასთვის არ არის რეკომენდებული. მაგალითად, რბილი ხასიათის, მოკრძალებული, გაუბედავი და მორცხვი ადამიანებისთვის ის ძალიან კარგი დამცველია; გამბედავ, მებრძოლ და რისკიან ადამიანებზე კი – პირიქით, უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ამიტომ იყო, რომ დიდებულები ძველად მხოლოდ ძვირფას სამკაულებს ანიჭებდნენ უპირატესობას. დაბალი ფენის, მოკრძალებული ადამიანები კი რკინის სამკაულებს ატარებდნენ. ვისაც ნებისყოფა არ ჰყოფნის, ადვილად ფეთქებადი და იმპულსური ხასიათი აქვს, მას ოქროს სამკაულების ტარება, უბრალოდ, ეკრძალება. ოქრო პატრონს ენერგიის კონცენტრირებაში ეხმარება და კარგია მათთვის, ვისაც ეს სჭირდება. ჩვენთან მიღებულია, რომ ოქროს ნივთები თაობიდან თაობებს გადაეცემა. ზოგი ფიქრობს, თუ წინაპრისგან დანატოვარ ძვირფას ნივთს ატარებს, ამით მათ ხსოვნას სცემს პატივს. მე კი გეტყვით, რომ შეგიძლიათ, ასეთი საგვარეულო ნივთები ოჯახში შეინახოთ და ის თავის ძლიერ ენერგეტიკას თავისთავად დააგროვებს, რითაც ბინაში უარყოფითი ენერგიების შემოდინებასაც შეუშლის ხელს და არც თქვენზე იმოქმედებს ცუდად. მათმა ტარებამ კი, შესაძლოა, ზიანი მოგაყენოთ. მასში ყოფილი პატრონის ენერგეტიკაა ჩადებული და, არ არის გამორიცხული, ის თქვენს ენერგეტიკას ეწინააღმდეგებოდეს. ეს კი წინსვლაში შეგიშლით ხელს და, შეიძლება, პრობლემები და წინაღობები შეგიქმნათ, ბარიერების დაძლევა კი რთული აღმოჩნდეს თქვენთვის. არც ის არის კარგი, რომ გარდაცვლილი ადამიანის სამკაულები ატაროთ და თქვათ, ამით მის ხსოვნას ვცემ პატივსო. გარდაცვლილის ენერგეტიკა მასშია „ჩაბუდებული” და ის თქვენთვის წარმატების მომტანი ნამდვილად ვერ იქნება. მაგრამ, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება წარმატებული იყო, ღრმა სიბერემდე იცოცხლა და არც ჯანმრთელობას უჩიოდა, შეგიძლიათ, ასეთი წინაპრის ნაქონი ძვირფასი ნივთები თუ სამკაულები თამამად ატაროთ. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ის ოქრო თუ ძვირფასი სამკაული, რომელიც გარდაცვლილს ეკეთა, ორმოცამდე ხელუხლებლად უნდა შეინახოთ და ისეთ ადგილას დადოთ, სადაც ვერავის თვალი ვერ მისწვდება. აგრეთვე, არ შეიძლება, გარდაცვლილი ახლობლის ნივთებისა თუ სამკაულების ტარება კვირის გარკვეულ დღეებში და იმ დღეს, როცა ის გარდაიცვალა. – რომელ დღეებზეა საუბარი? – არ უნდა ატაროთ გარდაცვლილი ადამიანის ნაქონი სამკაულები და ნივთები ორშაბათს, პარასკევსა და კვირას, რადგან ამას კარგი არაფერი მოაქვს. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს თავის სახელზე ნაყიდი ლითონის ახალი სამკაული და ის უნდა ატაროს – ის თქვენთვის საუკეთესო თილისმა და დამცავი იქნება. – ქალბატონო გიული, ბევრი პარაფსიქოლოგი თუ ეზოთერიკოსი ამბობს, რომ ჩვეულებრივ ქათმის კვერცხს უნიკალური მაგიური თვისებები აქვს. იქნებ ამაზეც ისაუბროთ? – დიდი სიამოვნებით. უბრალო კვერცხს მართლაც გააჩნია მაგიური თვისებები. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვეულებრივი ქათმის კვერცხი საუკეთესო დამცველი საშუალებაა ავი თვალისა და ნეგატიური ზემოქმედებისგან. ალბათ, ბევრს გაუჩნდება კითხვა, კვერცხით როგორ უნდა დავიცვათ თავი ან რა დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს ჩვეულებრივ კვერცხსო, მაგრამ, აბა, დაფიქრდით, უძველესი დროიდან ჯადოქრები და მაგები რატომ იყენებდნენ მას თავიანთი შავბნელი საქმეებისთვის? იმიტომ, რომ კონკრეტული ადამიანისთვის ზიანი მიეყენებინათ. მაგალითად, ძველად ჯადოქრები ლაყე კვერცხს მალავდნენ იმ ოჯახში, რომლის დანგრევაც უნდოდათ და მიზანსაც აღწევდნენ. ასე რომ, მსგავსი ცუდი საქმეების გამკეთებლები დღესაც მომრავლდნენ და, თუ სახლში ან ეზოში ლაყე კვერცხი იპოვეთ, იფიქრეთ, რომ ვიღაცას თქვენთვის ზიანის მოყენება უნდა და, თუ დროულად არ ამოქმედდით, მიზანსაც მიაღწევს. – ამ დროს რა უნდა მოიმოქმედოს ადამიანმა? – უბრალოდ, ცეცხლი დაანთეთ და ის კვერცხი შიგ ჩააგდეთ. შემდეგ კი ნაცარი კარგად მოხვეტეთ და სახლიდან შორს, მდინარეში გადაყარეთ. ალბათ, არ იქნება თქვენვის სიახლე, თუ გეტყვით, რომ კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოდ მოიაზრება. თუ გსურთ, ჩვეულებრივი კვერცხი თქვენი დამცველი და ცუდის ამრიდებელი იყოს, კვირაში ერთხელ საწოლის გვერდით დადგით წყლით სავსე ჯამი და მასში ჩადეთ ერთი თეთრი კვერცხი. ჩაყარეთ მარილი და ცოტა ძმარიც ჩაამატეთ. დილით კი, გაღვიძებისთანავე, მასში ჩაყავით ხელები და ჯამიდან ხელების ამოღების შემდეგ რაც თითებზე წვეთები დაგრჩებათ, თავზე ისხურეთ. კვერცხი კი მოხარშეთ და მიირთვით, ოღონდ, არამც და არამც არ შეწვათ. ეს რიტუალი გარშემო მყოფების აგრესიისგან დაგიცავთ, საქმეში წარმატებას გპირდებათ და ბედშიც სასიკეთო ცვლილებების შემტანია. კვერცხი ჩვენს ქვეცნობიერს ენერგეტიკული ჩარევებისგან იცავს. მისი დახმარებით კი ჯადოსაც აარიდებთ თავს და გათვალვასაც.
ალექსი პეტრიაშვილის შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, შოთიკო პეტრიაშვილი აივნიდან გადავარდა და დაიღუპა. "ბუკა, ახლა მხოლოდ ის შეგვიძლია რომ სიყვარული გამოგიგზავნოთ, რ...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
თელავში, ავარიას ცნობილი ტიკტოკერი მარი ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომობილი ქალს შეეჯახა, მძღოლი კი ადგილიდან მიიმალა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფო...
მსახიობი და მოდელი კესარია აბრამიძე დღეს დაკრძალეს. მის სამოქალაქო პანაშვიდზე უამრავი ადამიანი იმყოფებოდა. კესარიას ხსოვნას პატივი მიაგო პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმაც. ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლ...
ამ წუთებში ცინცაძის 41-თან, ქუჩაზე რაღაც რკინის მავთული ეკიდა ჰაერში, შუა გზაზე, სკუტერიანმა მოქალაქემ გამოიარა, წამოედო, ყელზე შემოეხვია, კინაღამ დაიხრჩვა, დაიმტვრა, სხეულზე აქვს სერიოზული დაზიანებებ...
🟠 თელავში, სარწყავ არხში 11 წლის ლიზა ბეჟუაშვილი და 13 წლის ირაკლი ბეჟუაშვილი ჩაცვივდნენ და წყალმა და-ძმა გვირაბში წაიღო. 🟠 სამაშველო სამსახურის მისვლამდე პატრულის თანამშრომლებმა...
გამარჯობათ...ეს ხდება ქვედა ვაშლიჯვარში, ბროწეულის და იასამნის კვეთაზე, აშენებდა არქი 16 სართულიან კორპუს, უეცრად შეწყვიტეს სამუშაოები,( როცა წვიმა და ქარი არაღელვებდათ) გაიყვანეს ტექნიკა, დაინახეს, რ...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები