1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

კიწმარიშვილმა მკვლელობის სავარაუდო იარაღი სკვდილამდე დაარეგისტრირა

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვალების ადგილზე ეროსი კიწმარიშვილის სახელზე დღეს დარეგისტრირებული იარაღი აღმოჩნდა. მათივე ცნობით, სავარაუდოდ სწორედ ამ იარაღიდან არის მომხდარი გასროლა. "შემოვიდა შეტყობინება მასზედ, რომ ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე , #37-ე "დ" კორპუსის მიწისქვეშა ავტოფარეხში გაჩერებულ ავტომანქანაში აღმოჩენილი იყო მამაკაცის გვამი. მითითებული შეტყობინების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა). შემთხვევის ადგილზე მისვლისას საკუთარ ა/მანქანაში აღმოაჩნდა ბატონი ეროსი კიწმარიშვილის გვამი, რომელსაც თავის არეში აღენიშნებოდა სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა.ასევე აღმოჩენილი იქნა მისივე სახელზე დღეს - 15 ივლისს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდანაც სავარაუდოდ მომხდარია გასროლა. მომხდარი ფაქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასევე სრულყოფილი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების მიზნით შსს-სა და პროკურატურის თანამშრომლების შემადგენლობით შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. ამ ეტაპზე საქმეზე მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება. კერძოდ; მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება, პარალელურ რეჟიმში დაინიშნა ექსპერტიზები, იკითხებიან მოწმეები და სხვა. მოწმდება და განიხილება მომხდარის სხვადასხვა ვერსიები. გამოძიების შედეგებს საზოგადოებას ვაცნობებთ მოგვიანებით", - ნათქვამია მთავარი პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები