1 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მეხუთე „თბილისის ლუდის ფესტივალი“ ვარდების მოედანზე!

12-13 ივლისს, დედაქალაქი „ვარდების მოედანზე“ „თბილისის ლუდი ფესტივალს“ უკვე მეხუთედ უმასპინძლებს. ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ლუდის ფესტივალების პირველი ქართული ანალოგის ორგანიზატორი და სპონსორი ტრადიციულად კომპანია „ნატახტარი“ იქნება. ვარდების მოედანზე 12 ივლისს 16:00 საათიდან გაიხსნება საქართველოში ყველაზე გრძელი ლუდის ბარი ღია ცის ქვეშ. საფესტივალო ტერიტორიაზე ლუდის შესაძენად შემოღებულია სპეციალური ვალუტა - ლუდის მონეტა. მსურველები ადგილზე შეიძენენ მონეტებს, ხოლო შემდეგ ლუდის ბარებთან გადაცვლიან სასურველ ლუდში. ერთი მონეტის ფასია 1.50 ლარი. გარდა ამისა, ჩატარდება სხვადასხვა სახის შეჯიბრება ლუდის სმაში და გასართობი თამაშები სტუმრებისთვის. 13 ივლისს ლუდის ფესტივალზე გაიმართება ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ჩვენება! წლევანდელ ლუდის ფესტივალზე, ტრადიციულად საინტერესო მუსიკალური პროგრამა იქნება წარმოდგენილი, რომელიც 2 დღეზე შემდეგი პრინციპით გადანაწილდება: 12 ივლისი 13 ივლისი ★ ელენე კალანდაძე - 18:00 ★ The Jetbird - 19:15 ★ არა - 20:30 ★ ჯგუფი ყველა - 21:45 ★ Friendly Mosquito - 18:00 ★ დათო ილურიძე - 19:15 ★ LOUDspeakers - 20:30 ★ Frani და Robi კუხიანიძე - 21:45 წელს ლუდის ფესტივალზე შეგიძლიათ დააგემოვნოთ „ნატახტარი“, „კოზელი“, „მთიელი“, „ეფესი“ „ჰერენჰოიზერი“ და „კაიზერი“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები