1 7 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გელა დაიაურის წერილი დაღუპულ ცოლ-შვილს

იმ საშინელი ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა. უბედურ შემთხვევას დაიაურის მეუღლე თეონა ქუმსიაშვილი და მისი ორი ვაჟი ემსხვერპლნენ. გუშინ მათი უფროსი ვაჟი 6 წლის გახდებოდა. მამამ უფროს შვილს წერილი მისწერა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. "დემე, დემეტრე, ჩემო ბოკვერო, ჩემო ვერ გაუხარებელო, მიწაუღირსებელო შვილო, 6 წლის გახდებოდი დღეს. შენ იყავი ჩემი პირველი ბედნიერება, სიხარული, იმედი. შენ დამიძახე პირველად: მამიკო! როგორ მინდოდა, მამულისთვის გამეზარდე, როგორ მინდოდა, ღირსეული შვილი ყოფილიყავი ჩვენი ტანჯული სამშობლოსი. ვერ მოგიარეთ, ვერ გადაგარჩინეთ. მაპატიე, მამიკო. ერთად იქნებით დედა, შენ და ჯარჯი. აქედან გილოცავ სულგამწარებული და ტკივილიანი... დედა არ გააბრაზოთ მიყვარხართ და გეფერებით ოცნებებში და სიზმარში". თეოს: "თეო, დავდივარ და ვეძებ იმას, რაც დავკარგე. ვეძებ ყველგან, ყველაში და ყველაფერში. ვეძებ იმედს, რწმენას, სასოებას, სიყვარულს, ბენიერებას. ვეძებ, მაგრამ ვაი, რომ ვერ ვპოულობ. განა უცხოს და არარსებულს ვეძებ? არა, შენ გეძებ და ვეღარ გპოულობ. არა და როგორ მჭირდები და როგორ მაკლიხარ. ვეღარაფერს გეუბნები, სულ გესაუბრები, უბრალოდ გილოცავ დაბადების დღეს და შენ ხო იცი, როგორ მიყვარხარ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები