1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში"

მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძე სოციალური ქსელით ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგებას აპროტესტებს და პატრიარქის ჩამობრძანებას ითხოვს ,,ყოვლად სამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, პატიოსანნო მღვდელნო, ქრისტეს მიერ დიაკონნო, სამონაზვნო დასნო ზიარნო დედაეკლესიისა, ქრისტეში საყვარელო ერო, მოგმართავთ რა, პირველ რიგში უმორჩილესი თხოვნითა და ქრისტესმიერი სიყვარულით, სასწრაფო რეჟიმში მოვითხოვოთ პატრიარქის ჩამობრძანება საქართველოში, რათა მიხედოს საქმეს, რომელიც ქორეპისკოპოსმა იაკობმა გააფუჭა და ეკლესია პოლიტიკური ნიშნებით შუაზე გაყო, საერთო ძალებით აღვკვეთოთ ქორეპისკოპოს იაკობ იაკობიშვილის პოლიტიკური თარეში ამბიონზე, გამომდინარე იქედან, რომ იგი დიამეტრალურად ეწინააღმდეგება წმიდა სინოდის განჩინებებს, რაც საეკლესიო კანონიკით დასჯადია და აღვივებს შუღლს ხალხთა შორის, რაც სისხლის სამართელბრივადაა დასჯადი, ენატრება რა საბჭოთა კავშირის რეჟიმი და ძველბიჭური გარჩევები, რასაც თავადვე ადასტურებს ამბიონიდან. მოგიწოდებთ, ზემოთ ხსენებულ ქორეპისკოპოსს არ მიმართოთ არანაირ საკითხზე, რომელიც დაკავშირებულია აღსარების საიდუმლოსთნ და მოვითხოვოთ გამოაშკარავდეს მისი ბიოგრაფიის 10 წელიწადი. ეს მოთხოვნა თანხვედრაშია მოციქულების მიერ დადგენილ კანონთან. განსაკუთრებით კი სამხედრო პროკურატურის მიერ გამოძიებულ იქნას კონსტანტინე და კახაბერ იაკობიშვილების (კონსტანტინე მეუფე იაკობია, კახაბერი კი მისი ძმა) 1992 წლის ივლისისა და აგვისტოს დისლოკაციისა და მათი დანაშაულებრივი ქმედებების დეტალური ცნობები. მათი სახელები შავი ასოებითაა ჩასაწერი საქართველოს ისტორიაში (თუმცა ამას გამოძიება დაადგენს). და ეს კაცი, უფრო სწორად, არაკაცი, ამბიონიდან მოუწოდებს ერს ფეესბესგან მიწოდებულ ინსტრუქციებს. დანარჩენზე თავად იმსჯელეთ. მას კი სინანულს ვუსურვებ. მე კი მოვითხოვ ლუსტრაციას."- წერს ილია ვაშაკიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები