1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ტაში,ბიჭო!..გოგოვ,ტაში!..შესული ვართ ევროპაში" (ლექსი, ციკლიდან ,,წამოკრულები'')

ტაში,ბიჭო!..გოგოვ,ტაში!.. შესული ვართ ევროპაში; გათანაბრდა ლარის კურსთან დოლარის და ევროს ფასი. მოაქვთ სუფრა და ხორაგი, ჩვენგან უნდათ მხოლოდ პრასი; საპატიო სტუმრებად გვყავს ელტონი და ბანდერასი. ტაში,ძმებო!..დებო,ტაში!.. რა კარგია ევროპაში; აგერ ფრანციცული შლაპა, აგერ გერმანული პლაშჩი. შენ იქნები დედოფალი, მე ვიქნები შენი პაჟი; ელისეის მინდვრებისკენ გაგვაქანებს ეკიპაჟი. ტაში,ბაბუ!..ბებო,ტაში!.. თქვენც ხომ გსურდათ ევროპაში; რაც დაგაკლდათ ახალგაზრდებს, აისრულებთ ბებრობაში. ტან-ფეხს გადაგიჭიმავენ, არ გაუშვათ თქვენი შანსი; გაერთობით ათასგვარი ,,ფართითა'' და ,,პერფორმანსით.'' მაგრამ, ერთი ცუდი ზნე სჭირთ, იმ დალოცვილ ევროპაში; დედალ-მამალს ვერ არჩევენ, უდედმამოდ ჩნდება ბავშვი. ხმამაღლა არ შეიცხადოთ, არ ჩამაგდოთ ხალხის ყბაში; თორემ ამბავს დაგვაწევენ,- მოგვენატროს შაჰ-აბასი. ჩემგან - ერთი ვედრო ტაში, თუ შეხვედით ევროპაში... სხვა, ახლა რა შემიძლია, ან,რა უნდა შევძლო მაშინ?! ვახტანგ ღლონტი, 2014 წელი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები