1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს"- ექიმების მიერ გაკეთებული ავადმყოფების ისტორიები

1. მიმღებ განყოფილებაში მოხვედრისას ავადმყოფს გული გაუჩერდა და თავი უკეთ იგრძნო. 2. მეორე დღეს მუხლი უკეთ გამოიყურებოდა, მესამე დღეს კი საერთოდ გაქრა. 3. ავადმყოფმა გაკვეთაზე უარი თქვა. 4. ანამნეზში სუიციდი არ აღინიშნება. 5. მიუხედავად გაფრთხილებისა ავადმყოფმა განავალი მაინც სხვა კლინიკაში დატოვა. 6. ავადმყოფი ყინულზე წაიქცა და ფეხები შუა დეკემბერში ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით გაუცურდა. 7. სუნთქვის გაძნელება ფილტვის შეშუპების აშკარა ნიშნებით ავადმყოფს დაეწყო სახლში, სქესობრივი აქტის დროს, რომელიც მიმღებ განყოფილებაში თანდათან გაურთულდა. 8. პაციენტის მტკიცებით მის სახლში უცხოპლანეტელები ცხოვრობენ ტარაკნების სახით. 9. ავადმყოფი პალატაში არ არის ე.ი. მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 10. ავადმყოფი საწოლში აქტიურია, ხშირად იცვლის პოზას. 11. დიაგნოზი: მწვავე რესპირატორული ინფექცია. საბოლოო დიაგნოზი: მარცხენა ბეჭის ფრთის დამწვრობა. 12. ავადმყოფის ჩივილები: შარდვა მაღალი წნევით. 13. უჩივის მხედველობას: ქალიშვილს ქალისგან უკვე ვეღარ არჩევს. 14. მკურნალობდა შინაური მეთოდებით: დილით სვამდა არაყს, სადილად- ღვინოს. 15. ავადმყოფმა დანიშნული რეჟიმის დარღვევით ორგანიზმში შეიყვანა შემწვარი გოჭი და აჯიკა. 16. ავადმყოფს აღენიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება: ფეხებს უკვე დამოუკიდებლად ჭიმავს. 17. წარმატებული მკურნალობის შემდეგ პაციენტი გაეწერა რაიონული პათოლოგანატომის მეთვალყურეობით. 18. მას შემდეგ რაც პედიატრმა ახალშობილი გასინჯა საჯდომზე მსუბუქი წამორტყმის შემდეგ ამოისუნთქა და დაიყვირა. 19. ავადმყოფი დეპრესიაშია და გამუდმებით ტირის. ამავე დროს ჩანს რაღაცაზე გულნატკენია. 20. სწორი ნაწლავის გამოკვლევამ ნორმალური ზომის ფარისებრი ჯირკვალი გამოავლინა. 21. ავადმყოფი ნ.გ. ასაკი 70 წელი. დიაგნოზი: მწვავე ქოლეცისტიტი, თანმხლები პათოლოგია- ქალწულობა. 22. ავადმყოფს აღენიშნება ცოლი, 2 ქალიშვილი და საზარდულის თიაქარი. 23. მიმართვა უროლოგიურ კლინიკაში: მარჯვენა თირკმლის დაჟეჟილობა თვითმცლელზე. NocHuRa's Official BLOG

კომენტარები

მსგავსი სიახლეები