1 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

,,ყურადღება! ყურადღება! სიმპტომები, რომლებიც გადაუდებელ სექსუალურ ჩარევას საჭიროებენ"

- ხათუთი, ამაღამ ვიწაწლოთ. ხათუთა სდუმს. მერმე ცას ეჩურჩულება: - კი, მებრალები, ვაჟიკავ, მაგრამ რაკი აგრე გინ… - მინდიხარ, ხათუთი, მინდიხარ! Hymen – ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს საქალწულე აპკს. პოსტ ფაქტუმ მიყვარს წერა, აქ ”პროფილ”ს არ განვიხილავ, აპკთან დაკავშირებული პრობლემა პროფილამდეც იდგა, პროფილშიც და მის შემდეგ კიდევ უფრო. მხოლოდ ერთს აღვნიშნავ, გადაცემაში ერთ-ერთმა ექიმმა დიდად გაკვირვებული სახით თქვა, რომ აკეთებს აპკის აღდგენის ოპერაციას (ჰიმენოპლასტიკა) და როდესაც ამის შესახებ თავის უცხოელ კოლეგებს უყვება, მათ თურმე უკვირთ და გაოგნებული რჩებიან. ცხადია, მაყურებელთა გარკვეულმა ნაწილმა დაიჯერა, რომ მსგავსი ოპერაცია მხოლოდ საქართველოში კეთდება და უცხოელ სპეციალისტებს წარმოდგენა არ აქვთ ამ საკითხზე. მაყურებელთა გაბითურების და სხვა სპეციალისტების დაკნინების ფაქტს ასე ვერ გავატარებდი. პირველ რიგში ამ ოპერაციების სიმრავლით აზია-აფრიკის ქვეყნები გამოირჩევიან; ასეთი ქვეყნების სია მოიცავს ჩინეთს, იაპონიას, საფრანგეთს, აშშ-ს, ამ უკანასკნელში სპეციალური კლინიკებია, სადაც ჰიმენოპლასტიკა კეთდება. ფალსიფიკაციებით განთქმული ჩინეთი არც ქალიშვილობას ჩამორჩენილა. პეკინის ერთ-ერთი ჰოსპიტალის გინეკოლოგიის განყოფილების ექიმი ჟუ აცხადებს, რომ მისი პაციენტები დაახლოებით 20 წლის ზემოთ გოგონები არიან, რომლებიც გათხოვებას აპირებენ და სურთ ქალიშვილებად ჩაბარდნენ მომავალ მეუღლეს, რადგან ჩინელი მამაკაცები საკითხის მიმართ ჯერ კიდევ კონსერვატიული და შოვინისტური დამოკიდებულებით გამოირჩევიან. აღნიშნული პროცედურა 20-30 წუთი გრძელდება და მისი ღირებულება 737 დოლარს შეადგენს. იაპონიამ, ამ საკითხში თავისი ტექნოლოგიურ-კრეატიული ხელები აიკაპიწა და გამოიგონა ”მოწყობილობა”, რომელიც ქალს აძლევს საშუალებას თავი ქალწულად წარმოაჩინოს. ეს არის ხელოვნური აპკი, რომელსაც ჩაიდგამთ სექსუალურ აქტამდე 15-20 წუთით ადრე, და აქტის დროს უშვებს სისხლის მსგავს სითხეს. მწარმოებლები მომხმარებლებს ურჩევენ, რომ სექსუალურ აქტს კვნესა-გმინვა არ დააკლონ, რათა ქალიშვილობის დაკარგვა უფრო ბუნებრივი გამოჩნდეს. ეს ”მოწყობილობა” შეგიძლიათ საიტზე შეიძინოთ, ხოლო ჩინეთში უკვე სექს-შოპებშიც იყიდება, ცხადია ჩინური წარმოების. ”კაცი იღებს იმას, რაც სურს, ოღონდ ფალსიფიცირებული სახით” – ამბობს ექიმი ჟუ. იაპონურმა გამოგონებამ ფურორი მოახდინა არაბულ ქვეყნებში. ეგვიპტელი პოლიტიკოსები გამოვიდნენ ხელოვნური აპკის აკრძალვის მოთხოვნით, რადგან აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი კოსმეტიკური ცენტრი არაბულ ქვეყნებში ითავსებს ჰიმენოპლასტიკას ძალიან მაღალ ფასებში, შესაბამისად დაბალ ფასიანმა – 30 დოლარის ღირებულების ხელოვნურმა აპკმა, მათ ბიზნეს ზარალი მიაყენა და რაღა გასაკვირია, რომ აკრძალვა და რეალიზატორების სიკვდილით დასჯაც მოითხოვეს. რას გადაყვნენ ამ ერთ აპკს, გაუგებარია, როდესაც მისი დაზიანება შემთხვევით სპორტულ დარბაზში ან ტამპონითაც კი შესაძლებელია. ამ ძებნა-ძებნაში, ჯადოსნური ტაბლეტებიც ვიპოვე სახელწოდებით ”კვლავ ქალიშვილი”, განმარტებაში წერია, რომ შეგიძლიათ გქონდეთ სექსი, როცა გნებავთ, ხოლო ტაბლეტების მიღების შემდეგ აპკი კვლავ აღდგება. (რას არ გამოიგონებენ ეს ოხრები). და საერთოდ აპკი შევინარჩუნოთ თუ არა, უკვე არასწორად დასმული კითხვაა. შეკითხვა უნდა დაისვას ასე: გვქონდეს სექსი თუ არა? ან გვინდა სექსი თუ არა? ან გვჭირდება სექსი თუ არა? ყურადღება! ყურადღება! სიმპტომები, რომლებიც გადაუდებელ სექსუალურ ჩარევას საჭიროებენ: - ნევროზი - აღელვება, მიგრენი (ძლიერი თავის ტკივილი) - მუდმივი სტრესი - მადის დაკარგვა (ან პირიქით) - უძილობა (პირიქით შანსი არ არის) - კონკრეტული ადამიანების მიმართ აგრესია/წინააღმდეგობა - ხშირი სექსუალური ფანტაზიები, განსაკუთრებით ღამით (აბა გამოტყდით) - მომატებული დაღლილობა - პრემენსტრუალური სინდრომის გამწვავება - აპათია - თმის ცვენა (სტრესის და ნერვოზის შედეგად) გარდა ფსიქიური მოვლენებისა, თავს იჩენს ისეთი ფიზიკური შედეგები, როგორიცაა საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, საშვილოსნოში სისხლდენა და სხვა მსგავსი დარღვევები. ამასთან, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, სექსისგან თავის შეკავება შეიძლება პირდაპირი მიზეზი არ იყოს ამ დაავადებებისა, მაგრამ იგი მნიშვნელოვნად ხელს უწყობს და აჩქარებს მათ განვითარებას. გაითვალისწინეთ! – რაც უფრო მატულობს ასაკი, ზეაღნიშნული სიმპტომები უფრო მძაფრდებიან და სიტუაცია სავალალო ფაზაში გადადის. თქვენის ნებართვით ლიტერატურასაც მოვიშველიებ: ”გარეგნულად ისე სჩანს, თითქოს ავღანეთში სექსი არ არის. ქალები სხეულებს ბურკის ქვეშ მალავენ, დიდ და ფართო ტანისამოსს ატარებენ. სახლშიც კი ვერ იხილავთ გულამოღებული მაისურით. იმისდა მიუხედავად, რომ მრუშობა ავღანეთში იკრძალება და ის, ვინც შესცოდავს, სიკვდილით ისჯება, საყვარლები ქალებსაც ჰყავთ და მამაკაცებსაც. სექსის თემას ძველ ავღანურ მითებსა და თქმულებებში დიდი ადგილი უჭირავს” ”-ქორწილის მერე სულ შეიცვალა, როგორც იქნა დაქალდა, – ხარხარებს სულთანი, შვილი ხომ არ ეყოლა, ალბათ თვიური ქორწილამდე ბევრად ადრე ჰქონდა დაკარგული. ეს კი რას ნიშნავს? არანაირი შესვენება იმ ამბავში. ყოველ ღამე გზა ხსნილია.” ”-დეიდაშენი გახსოვს? გასაღების ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდი . . . როგორ მოიკუზა თანდათან! მის ქმარს უკნიდან ჰყვარებია . . . -ხარხარებს სულთანი.” და ა.შ. შეგიძლიათ წაიკითხოთ ”ქაბულელი წიგნებით მოვაჭრე” -ოსნე საიენშტადი. (წიგნის ავტორი სულთნის სახლში ცხოვრობდა და რეალურად აკვირდებოდა მოვლენებს.) აი ჩადრიო, აი ბურქაო, აი გრძელი კაბაო, თქვენ სად იყავით მაშინ, ესენი ათას ერთი ღამე, რომ ერთობოდნენ და სამი, ოთხი და ხუთი ცოლი, რომ ჰყავდათ. ”ჯერ საწოლში საცვლებით ვწვებოდი. წაწლობამ გამახდევინა, რადგან ხათუთა შიშველად წაწლობდა. მერმე ხათუთამ და ჯურხამ მასხარადაც ამიგდეს. მეც დავრწმუნდი, რომ ხევსურეთში სიტყვა „საცვალიც” არ სცოდნიათ.” ”რადგან ადამიანი „მავკალ”, ამიტომ ხევსურების თვალშიც მხოლოდ იმ დღეს გავხდი ადამიანი. ჯურხამ ნეკნები ჩაიზნიქა, იამზემ და მზექალამ ახალი რაინდი გადაჰკოცნეს, ხოლო ხათუთამ იმ ღამეს ისე იწაწლა, რომ მეორე დღეს ფეხები მედრიკებოდა.” ”ტანისამოსი თითქმის შემოვახიე და ხევსური ვენერა გავაშიშვლე. მაინც ვიადათე და იმ საამურ ჯოჯოხეთს დილამდე გავუძელი. რიჟრაჟზე კი…. რიჟრაჟზე ხათუთა ქალწულად წამოდგა. მაგრამ ძლივს წამოდგა. ორივემ ერთმანერთი დავთენთეთ, მხოლოდ გზის სათავე განვვლეთ და უსრული სიტკბოების ჯვარზე ავწიეთ.” - ”თეთრი საყელო” – მ. ჯავახიშვილი (1925წ). ესეც ტრადიციაა . . . ვასწავლით სხვებსაც , ევროპაში, ამერიკაში ხევსურეთი, რომ შევიდეს არ უნდათ? ან ის ყივჩაღები, მარტვილში და ზუგდიდში, რომ გადაანაწილეს, გაეშვათ მთაში, ხომ აღარ იბლუყუნებდნენ გენდერული ბალანსის დარღვევაზე და ”პატრონი” სისტემაზე . . . ხალხი ფეხს კარგავს, ხელს, შვილს, ქმარს, რას ჩამოეკიდეთ ამ აპკს . . . სიტყვა ფსევდო დაგვღუპავს ჩვენ. ფსევდოქალიშვილი, ფსევდოვაჟიშვილი, ფსევდოთანამედროვე ქალი ან კაცი, რომელიც ”ვითომ” პროგრესულად შესცქერის, ვითომ ახლა შემოჭრილ პროგრესს. არადა საქმე სულ სხვანაირად არის, ამბობს ”ჩემთვის სულერთია ქალიშვილი იქნება თუ არა” – მაგრამ თქმა ერთია და გაკეთება მეორე. ”ან იტყვის თუ არის ქალიშვილი კაი, თუ არა და ჯანდაბას” – ესეც გაუგებარია. არც ის მიმაჩნია შვებად და იდეად, როდესაც ”ფსევდოუკომპლექსო” ცუგრუმელები, ასევე ”ფსევდოუკომპლექსო” პოსტების, სტატიების და მოთხრობების წერით ერთობიან და ყოველ მეორე სიტყვად სექსის და ყოველ მეათე სიტყვად მასტურბაციის გამოყენებით საზოგადოების გარკვეულ ნაწილში არსებულ პრობლემებს ”ეხმაურებიან”. ეჭვი მაქვს, ამ ადამიანებს, როგორც მინიმუმ იმის კომპლექსი აქვთ, რომ არ ჰქონდეთ კომპლექსი. ეს ამბავიც მაღელვებს, და საერთოდ ყველაფერი ფსევდო ძალიან საშიშია. მეჩვენება, რომ საკითხი ქაოსში გაეხვა . . . . ხალხიც დაიბნა . . . . . იმედი რა მოსატანია ამ შემთხვევაში . . . მრავალწერტილსაც დასასრული უნდა ჰქონდეს . . . ძროხის შარდში თმებდაბანილ ხათუთას ებარებოდეთ ბალღებო. Litterator's Blog

კომენტარები

მსგავსი სიახლეები