1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

LC Waikiki -ის ჯინსების უნიკალური დიზაინი: ახალ კოლექციას SS14 ფერი შეემატა

საცალო მოდის ლიდერი LC Waikiki 2014 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექციის ფარგლებში ჯინსის უნიკალურ, სხვადასხვა ფერის დიზაინებს გვთავაზობს. მოდის მიმდევრები დააფასებენ კოლექციის მრავალფეროვნებას, კომფორტს, სტილსა და “casual chic” -ს რომელსაც ეს ბრენდი ქმნის ყოველდღიური მოხმარებისთვის. LC Waikiki-ის ზაფხულის კოლექცია აუცილებლად მიიქცევს თქვენს ყურადღებას თავისი კრეატიული თემებითა და ჯინსის ხალისიანი დიზაინებით. 2014 წლის გაზაფხული - ზაფხულის კოლექცია პასუხობს მოდის მოყვარულთა ყველაზე მკაცრ მოთხოვნებს, ჯინსის კოლექცია განსაკუთრებით გამოირჩევა თავისი ნათელი ფერებითა და საინტერესო პრინტებით. LC Waikiki-ის Origami Collection ყურადღებას იპყრობს თავისი გრაფიკული და გეომეტრიული დიზაინიებით. გამოყენებულია ორნამენტული ქვები ჯინსის პერანგებზე, სადაც ნამდვილად თვალისმომჭრელია ერთის მხრივ შავისა და მეორეს მხრივ ბეჟი, ბაცი რუხი ფერების შეხამება. LC Waikiki-ის Blue Danube Collection ფოკუსირებულია კუბოკრულ პრინტზე და პერანგებისა და ქურთუკებისთვის იყენებს ინდიგოს, წითელს, მალინისფერს, მუქ ლურჯს, თეთრს, ბაც ვარდისფერსა და ფირუზისფერ ფერებს. კოლექცია წოდებული Maison Blue ჯინსების მოყვარულებს ნაქარგ პერანგებსა და ვიწრო შარვლებს სთავაზობს ლურჯ, ცისფერ და პასტელის ტონებში. კოლექცია სახელად Wanderer Collection მომნუსხველ დიზაინებს აცოცხლებს - გრძელი, ზოლიანი ჟაკეტები, პერანგები ყვავილებიანი პრინტით და კომფორტული ჯინსის შარვლები თბილ ვარდისფერ, ყვითელ, ფორთოხლისფერ და ფირუზისფერ ფერებში. Waikiki -ს შესახებ: კომპანია შეიქმნა 1985 წელს საფრანგეთში. LC Waikiki 1997 წელს მისმა ახლანდელმა მფლობელმა LC Waikiki Mağazacılık შეიძინა. მფლობელის ფილოსოფიაა „ყველა იმსახურებს ეცვას კარგად“, ხოლო მისია „ხელმოსაწვდომი მოდა“. LC Waikiki საცალო და მერჩენდაიზინგის ხედვითა და მიდგომებით მაგალითია სხვა კომპანიებისთვის. კომპანია 17 წელია წარმატებით განაგრძობს ზრდასა და განვითარებას როგორც საკუთარ, ასევე უცხო ქვეყნებში. LC Waikiki ახორციელებს ინვესტიციებს უცხო ქვეყნებში, პირველი ფილიალი კომპანიამ 2009 წელს გახსნა რუმინეთში. LC Waikiki-ს ამჟამად 380 მაღაზია აქვს თურქეთის 72 რეგიონში და 84 მაღაზია მსოფლიოს 20 ქვეყანაში. LC Waikiki-ის მიზანი, 2014 წლის ბოლომდე მსოფლიოს 25 ქვეყანაში 130 მაღაზიის გახსნაა. www.lcwaikiki.com დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ PR კომპანია “Smart Pencils”-ის მენეჯერს ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]

კომენტარები

მსგავსი სიახლეები