1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რას წერდა ალენ დელონი ვაჟა ფშაველაზე და როგორ გადაარჩინა მწერალმა მსახიობი სიკვდილს?

"ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დეპრესიის პერიოდი, რომ ხშირად თავის მოკვლაზეც კი მიფიქრია, მაგრამ ამ მომენტში აბსოლუტურად შემთხვევით ჩემს ხელში მოხვდა პატარა წიგნი, მოთხრობების კრებული, რომელმაც ამქვეყნიური ცხოვრებისკენ მომაბრუნა და სიცოცხლის ხალისი კვლავ დამიბრუნა. რომ არა ეს წიგნი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსვლა.სწორედ იმ დიდსულოვნებამ, რომელიც მოთხრობებში იყო ჩადებული, სიკვდილისგან მიხსნა. სამწუხაროა, რომ ამ დიდებულ მწერალს კარგად არ იცნობენ ევროპაში. ეს გახლავთ ქართველი მწერალი და ქართული საზოგადოების ღირსეული წინაპარი - ვაჟა ფშაველა. მე მომხიბლა მისი ნაწარმოების სიღრმემ და თვითმყოფადობამ. სწორედ ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით" - წერდა მსოფლიო კინოს ლეგენდა ალენ დელონი. წარმოიდგინეთ, ვარსკვლავს რომ ვაჟა ორიგინალში წაეკითხა, ალბათ შოკში ჩავარდებოდა. თუმცა მგოსნის სიტყვებმა -,, შენი ჭირიმე სიკვდილო, სიცოცხლე შენით ფასობსო"... ენით აუწერელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და სიცოცხლისკენ შემოაბრუნა მსახიობი, რომელმაც გასული საუკუნის 60 - 70 წლებში მსოფლიო დაიპყრო იშვიათი სილამაზითა და არაჩვეულებრივი ნიჭით. aianews.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები