1 7 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი „მწერია“

გემრიელი და ყველასთვის საყვარელი კოკა-კოლას საიდუმლო ინგრედიენტი კოკა-ს ფოთლების მაგივრად კოშენილის ჭიების სხეულიდან მიღებული პიგმენტი აღმოჩნდა. ამ დასკვნამდე თურქი მეცნიერები იმის შემდეგ მივიდნენ, რაც კოკა-კოლა-ს ცენტრალური დირექციისგან საიდუმლო რეცეპტის გამჟღავნება მოითხოვეს, რადგანაც თურქეთის ტერიტორიაზე დეტალური შემადგენლობის გარეშე საკვების გაყიდვა კანონით აკრძალულია. კოშენილის მწერებისგან პიგმენტის მიღება პირველად მასიურად გასული საუკუნის 20-იან წლებში მექსიკაში დაიწყეს , მაგრამ ამ საღებავზე იმფორმაცია უძველესი დროიდან მოიძიება. მაგალითად ბიბლიაში ნახსენებია პიგმენტი, რომელიც შინდისფერი ჭიის სხეულიდან მიიღება. ნატურალური საღებავი კარმინი (Carmin) ინდექსი-E120, პატარა ტკიპისებრი თბილ ქვეყნებში მობინადრე დედალი მწერების სხეულებიდან მიიღება . ის სამედიცინო, კვებით და პარფიუმერიულ მრეწველობაში ფართოდ გამოიყენება. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით თუ რა მწერებს იყენებენ იმ გემოს მისაღებად, რომელიც ბავშობიდან გვახსოვს. argumenti.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები