1 7 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ივნისის თვის სასიყვარულო ჰოროსკოპი

ვერძები მთელს ივნისს ტვინის ჭყლეტვაში გაატარებენ, თუმცა უნდა იმოქმედონ გულით და არა ტვინით. მოდუნდით, თქვენ მაინც ვერ შეძლებთ ყველაფრის გათვალისწინებას და წინასწარ განჭვრეტას, ამით მხოლოდ თავს დაიტანჯავთ. მიჰყევით დინებას და მიიღეთ ამისგან სიამოვნება: ვარსკვლავები ამ თვეში არაერთ სიურპრიზს გიმზადებენ. კუროები თავის თავზე გაიგებენ ბევრ სიახლეს- იმ ადამიანს მეტი ყურადღება დაუთმეთ ვისგანაც მოდის ეს ინფორმაციები: ის კარგად გიცნობთ, ესმის თქვენი და ყველაზე ახლოსაა თქვენთან სულიერად. თუ ივნისში დაიწყებთ ახალ ურთიერთობებს, უკვე შემოდგომით თქვენ სერიოზულად იფიქრებთ ქორწინებაზე. ტყუპები ჩვენ და გასაკვირად ამ თვეს მშვიდად გაატარებენ, რადგანაც მიენდობიან ინტუიციას და არ დახარჯავენ დროსა და ძალებს ფიქრში, ღელვასა და შფოთვაში. ზოდიაქოს ამ ნიშნებს ყველაფერი ჩინებულად აეწყობათ, გაუჩნდებათ სულ უფრო მეტი და მეტი მიზეზი დატკბნენ ცხოვრებით. კირჩხიბებს თვის დასაწყისი მოეჩვენებათ ნამდვილ ემოციების შტორმად: ეს იქნება ძლიერი განცდების პერიოდი, რომლის თავიდან აცილებასაც ისურვებდით. თუმცა სირთულეების გადალახვისას თქვენ უფრო მეტს გაიგებთ თქვენზე და თქვენი პარტნიორის შესახებ ( პოტენციურზე ან რეალურზე), მთავარი ისაა, რომ ამ სირთულეების გადალახვის შემდეგ მალევე მოიპოვებთ სიმშვიდეს. ლომებს ურჩევნიათ ახსოვდეთ: ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიგიყვანთ არაფერ კარგთან, პირველ რიგში ეს ეხება რომანტიულ ურთიერთობებს. თქვენ გეჩვენებათ, რომ გაერკვიეთ სიტუაციაში და იცით როგორ უნდა მოიქცეთ. აქტიურ მოქმედებებს ყოველთვის არ მოაქვთ ის ნაყოფი, რომელსაც ელოდით. ასე რომ, მოითმინეთ და მიზნისკენ წადით მცირე ნაბიჯებით. ქალწულებისთვის ივნისი პოზიტიური ემოციების მომტანი იქნება. თქვენ გელით სასიყვარული და ახალ ეტაპი პარტნიორტან ურთიერთობაში. თქვენ მზად იქნებით დაანგრიოთ სტერეოტიპები და შეხედულებები, გამოცდილებასაც კი უგულვებელყოფთ.ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი ისე მოიქცევა თითქოს პირველად ეწვია ნამდვილი გრძობა. სასწორებს სჭირდებათ დრო, რომ ყურადღება მიაქციონ ადამიანს, რომელიც მათ გვერდითაა. თვის დასაწყისში ამის გაკეთება გაუჭირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ იქნება ბევრი კამათი, პაემნები არ ჩაივლის ისე, როგორც ჩვენ გვინდა. თუმცა ბოლოს თქვენ შეიგრძნობთ სიტუაციას და ყველაფერი იქნება ხუთიანზე. მორიელებს უნდა ახსოვდეთ : გახსნილობა და გულწრფელობა ივნისში აუცილებელია. რამდენად წინააღმდეგობრივიც არ უნდა იყოს თქვენი გრძნობები, რამდენი ეჭვიც არ უნდა გღრღნიდეთ-არ დამალოთ გრძნობები გარეგნული სიმშვიდით. ეძებეთ ის, ვისთანაც შეძლებთ ყველაფერზე საუბარს, ან წერეთ წერილები თუნდაც საკუთარ თავს. თქვენი ამოცანაა-გაათავისუფლოთ ადგილი თქვენს სულში ახალი ურთიერთობებისთვის. მშვილდოსნებს არ აქვთ სანერვიულო მიზეზი. ივნისში ყველაფერი კარგად იქნება: თუ იქნება სიყვარული მაშინ იქნება ორმხრივი, თუ უბრალოდ რომანტიული თავგადასავალი, მაშინ ეს იქნება ძალიან საინტერესო. ერთადერთი რისი გაკეთებაც არ არის სასურველი - ეს ძველი ურთიერთბების აღდგენაა საკუთარი ინიციატივით. დაე პირველი ნაბიჯი გადადგას საპირისპირო სქესმა. თხის რქები ძალიან დაკავებულები არიან საკუთარი თავების შეცნობით და გარშემო ყურებისთვის არ ცხელათ. ივნისი ეს ის დროა, როცა ამ ნიშნების ცხოვრებაში ჩნდებიან მნიშვნელოვანი ადამიანები. მთავარია, თავიდანვე შექმნათ ისეთი ურთიერთობები, როგორებიც თქვენ გსურთ. მერწყულებს არ მოუწევთ ნერვიულობა: მათ გაწონასწორებულობაზე იზრუნებს გარემო, საყვარელი ადამიანი-არ იქნება გამონაკლისი. თუმცა ზოგჯერ ზედმეტი მზრუნველობაც დამღლელია. შეეცადეთ მაქსიმალურად ტაკტიანად აუხსნათ, რომ გჭირდებათ თავისუფლება, სხვა შემთხვევაში სერიოზულად იკამათებთ. თევზები ივნისში გახდებიან უკიდურესად მკაცრები, და ეს ძალიან კარგია, რადგანაც ამ თვეში ზოდიაქოს ამ ნიშნებს მოუწევთ იბრძოლონ სიყვარულისთვის. თუმცა ეს პირანიებთან ბრძოლა კი არ იქნება ერთი მეთევზისა, არამედ ეს იქნება სასურველი ურთიერთობის დაცვა სხვების ჩარევისაგან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები