1 7 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

რა სპეციალურ მიმართვას უგზავნის აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას?

„ადგილობრივი თვითმმართველობების მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით სულ უფრო მეტი შეშფოთებით ვადევნებთ თვალს ცნობებს 15 ივნისის მუნიციპალური არჩევნების წინ, საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული ინციდენტების, არჩევნებიდან ჩამოშორების მიზნით მთავრობის მიერ კანდიდატებზე განხორციელებული სავარაუდო ზეწოლისა და კონკრეტულ ადგილებში, საარჩევნო კომისიების თანამშრომლებზე აგრესიის შესახებ. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ობიექტურად გამოიძიოს აღნიშნული ბრალდებები და გადადგას ნაბიჯები, როგორც ტექნიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით, რათა უზრუნველყოს ამ არჩევნებში საერთაშორისოდ აღიარებული იმ მაღალი სტანდარტების დაცვა, რომლითაც ბოლო ორი არჩევნები გამოირჩა. მთავრობისთვის, თითოეული პარტიისა და საარჩევნო ოლქისთვის მნიშვნელოვანია, შეიტანოს საკუთარი წვლილი ამ რეგიონში დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები