1 7 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრ ზომებს აღარ მიიღებენ

მარიხუანას მოხამრების შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა. "ნარკოპოლიტიკა ზოგადად მოიაზრებს რამდენიმე მიმართულებას. ეს მიმართულებებია, მაგალითად მარიხუანსთან და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებთან მიმართული პოლიტიკა. არის თვითონ ნარკოდამიკიდებულების მკურნალობა-რეაბილიტაციის პოლიტიკა და სააფთიაქო ნარკომანია. მსუბუქ ნარკოტიკებთან იყო არაადეკვატურად მკაცრი დამოკიდებულება, სააფთიაქო მარკომანიასთან კი - აბსოლიტურად აბსურდამდე მისული ლიბერალიზაცია. ამოცანაა, რომ არა მხოლოდ მარიხუანაზე ვუმუშაოთ. რა თქმა უნდა, ეს აბსურდული გამკაცრება არის გასასწორებელი, მეორე მხრივ მთლიანად პოლიტიკაა წესრიგში მოსაყვანი. ჩვენ ვცდილობთ სამივე მოვაგვაროთ, მარიხუანას შემთხვევაში არაადეკვატურად მკაცრი ზომები აღარ იქნება მიღებული, ხოლო სააფთიაქო ნარკომანიასთან მიმართებაში აბსურდულად და არაადეკვატურად ლიბერალური მიდგომაც აღარ იქნება. იქნება ჰარმონიზებული, სწორი და რაღაც ლოგიკაზე დაქვემდებარებული მიდგომა", - განაცხადა დავით სერგეენკომ და აღნიშნა, რომ მთავრობა ნარკოსტრატეგიის დრაფტს უახლესი ერთი თვის განმავლობაში წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები